ყაჩაღის ასული რონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაჩაღის ასული რონია (მრავალმნიშვნელოვანი).
„ყაჩაღის ასული რონია“
Ronja Rövardotter

წიგნის გარეკანი, შვედური გამოცემა
ავტორი ასტრიდ ლინდგრენი
ილუსტრატორი ილონ ვიკლანდი
ქვეყანა შვედეთი
ენა შვედური
თემა თავგადასავალი, მეგობრობა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Rabén & Sjögren
გამოცემის თარიღი 1981
გვერდი 235
oclc 9462379
ISBN 91-29-54877-2

ყაჩაღის ასული რონია“ (შვედ. Ronja Rövardotter) — ასტრიდ ლინდგრენის რომანი, რომელიც 1981 წელს გამოიცა. ნაწარმოებში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლები ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების (მანამდე მოსისხლე მტრების) შერიგება და დამეგობრება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რონია მატისის, ყაჩაღთა მეთაურის ერთადერთი შვილია. ყაჩაღები ცხოვრობენ უღრან ტყეში, ძველ ციხე-კოშკში, რომელიც რონიას დაბადების ღამეს მეხმა ორად გაყო. გოგონა მამაცი და კეთილია და ყველა ყაჩაღი მას პატივს სცემს. იგი დიდ დროს ატარებს ციხე-კოშკში სეირნობით და არც კი ეჭვობს, რომ იქ მისთვის უცნობებიც ცხოვრობენ.

მაგრამ ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ კოშკის მეორე ნაწილში ცხოვრობს ყაჩაღ ბორკას, მატისის მტრის ხალხი. ბორკას ჰყავს შვილი, ბირკი, რომელსაც რონია უმეგობრდება. მაგრამ მშობლები ამ მეგობრობას წინ აღუდგებიან. რონია და ბირკი ტოვებენ სახლს და დასახლდებიან ტყეში, სადაც ველური ბუნება და უცნაური არსებებია. მშობლებს ენატრება შვილები და ძველი მტრობის დავიწყება მათ დასაბრუნებლად ერთადერთი გზაა. საბოლოოდ, ყაჩაღური კლანები ერთიანდებიან, მაგრამ რონია და ბირკი მოულოდნელად აცხადებენ, რომ მომავალში ყაჩაღურ ცხოვრებას არ აპირებენ.

ქართული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაჩაღის ასული რონია საქართველოში პირველად 2002 წელს დაიბეჭდა. იგი გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“.

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი „ყაჩაღის ასული რონია“.[1] ფილმი წარმატებული იყო და 1985 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი მიიღო.[2] შვედეთში ფილმის ჩვენებას 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Holmlund, Christine (2003). „Pippi and Her Pals“. Cinema Journal. 42.2 (Winter 2003): 4.
  2. Awards for Ronja Rövardotter (1984). ციტირების თარიღი: 2008-07-07.
  3. Box office / business for Ronja Rövardotter (1984). ციტირების თარიღი: 2008-07-08.