შინაარსზე გადასვლა

ყარახატაელების სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარახატაელების სახელმწიფო 1200 წელს.

ყარახატაელების სახელმწიფოფეოდალური სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში (დაახლ. 1140-1213 წწ.). დედაქალაქი - ხუსიორდო (ბალასაღუნი) მდინარე ჩუზე. დააარსა კიდანების (მონღოლური ჯგუფის ხალხი) იმპერიის ტომთა კავშირის მეთაურმა - ელიუი დაშიმ, რომელმაც 1124 წელს მიიღო გურხანის ტიტული. 1125 წელს ჯურჯენების მიერ კიდანის იმპერიის განადგურების შემდეგ ელიუი დაში თავის მომხრეთა ჯგუფთან ერთად გაიქცა ჩრდილოეთში. აქ ადრე დასახლებული კიდანების დახმარებით დაიპყრო მთელი თურქესტანი და 1141 წელს იმპერატორი გახდა. გურხანებმა კიდანების ფულის ნიმუშის მიხედვით თავისი ფულიც გამოუშვეს, მაგრამ მხარის ეკონომიკასა და საშინაო ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინეს, ისინი ვასალებისაგან (ბალხი, ხვარაზმი, გაოჩანი და სხვა) ხარკის აღებით კმაყოფილდებოდნენ. ყარახატაელების სახელმწიფოს ორჯერ მართავდა ქალი. სახანოს ეკავა ტერიტორია ამუდარია და ბალხაშის ტბიდან - კუნლუნი და მთიან ბეიშანამდე. 1218 წელს მას ჩინგიზ-ყაენი დაეუფლა.