ყარაყურთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარაყურთი
მდედრი შავი კარაკურტი
მდედრი შავი კარაკურტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: ობობასნაირნი
რიგი: ობობები
ქვერიგი: უმაღლესი ობობები
ოჯახი: Theridiidae
გვარი: Latrodectus
სახეობა: ყარაყურთი
ლათინური სახელი
Latrodectus tredecimguttatus
სინონიმები

კარაკურტი
ევროპული შავი ქვრივი
ხმელთაშუაზღვიური შავი ქვრივი...

არსებობს შავი (L. m. tredecimguttatus), თეთრი (L. pallidus) და დალის კარაკურტი (L. dahli).

ყარაყურთი (Latrodectus tredecimguttatus), შხამიანი ობობა ობობასნაირთა კლასისა. დედალი ხავერდოვანი შავია, ზოგჯერ ბოლოში ღია წითელი ლაქები აყრია. მისი სხეულის სიგრძე 10-20მმ აღწევს. თითქმის ბურთისებრი მუცელი აქვს. მამლის სიგრძეა 7-10 მმ, წაგრძელებული მუცელი და თეთრი არშიით შემოფარგლული წითელი ლაქები აქვს. უდაბმოსა და ნახევრად უდაბნოში, ხშირად ველის ზონაშიც (შუა აზია, ყირიმისა დ კავკასიის ველი) ბინადრობს. საქართველოში ყარაყურთი გავრცელებულია ქართლში - კვერნაკისა და კრწანისის ველზე. ელდარისა და შირაქის საძოვრებზე. თბილისში - ბოტანიკური ბაღის სამხრეთ ფერდობზე, ასპინძაში (ხიზაბავრა, სარო). ნაპოვნია 1200მ სიმაღლეზე. ბუდეს იკეთებს აბლაბუდისაგან. პარკებში დებს კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან ობობები. იკვებებიან მწერებით. ყარაყუთის შხამი მომაკვდინებელია როგორც ადამიანისათვის, ისე სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის.

კარაკურტი გავრცელებულია შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. ობობა ძლიერ შხამიანია. ადამიანისათვის საშიშია მხოლოდ მდედრი. უმეტესად ბინადრობს მშრალ, გაშლილ ადგილებში, ღია სტეპებში - ველებსა და უდაბნოთა ოაზისების მახლობლად. ქსელს აბამს მცენარეებს შორის ან იშვიათად მღრღნელების ბუდეებში. მამალი კარაკურტის თითქმის ბურთისებრი სხეულის დიამეტრი 1 სანტიმეტრია, მდედრისა კი 1,5 (11-13 მმ). კარაკურტი შავადაა შეფერილი, დედლის მუცლის ბოლო ზოგჯერ მკვეთრი წითელი, ყვითელი ან მოწითალო-სტაფილოსფერი ფერისაა. კარაკურტის მტერია ბზიკი, ზღარბი, მათი კვერცხები ისრისება ცხვრების მიერ.

გამრავლება[რედაქტირება]

მამრი შავი კარაკურტი

განაყოფიერების შემდგომ მამრი კვდება, მდედრი კი ამზადებს 5-12 აბრეშუმის პარკს, სადაც თავმოყრილია რამდენიმე ასობით კვერცხი. ახლადდაბადებულ ობობებს უკვე გააჩნიათ შხამიანი ჯირკვლები.

შხამი[რედაქტირება]

ობობა სახლდება სტეპებში, ადამიანებთან ახლოს - სარდაფებში, საპირფარეშოებში. ზაფხულში დედალი ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად ორჯერ მოგზაურობს, თანაც ღამით. ამ დროს იგი შეიძლება ადამიანის ბინაში და უფრო მეტიც, საწოლშიც კი შეძვრეს. თუ ადამიანი კარაკურტს შიშველ ფეხს დააბიჯებს, ან საწოლში სხეულით შეეხება, აგრესიული ობობა მას უკბენს. კბენა განსაკუთვრებით მტკივნეული არაა, თუმცა მალე ტკივილი საგრძნობი ხდება მთელს სხეულში, განსაკუთვრებით კი წელსა და ფეხებში, შემდგომ დაკბენილი გრძნობას კარგავს და ზოგჯერ კვდება კიდეც. დაკბენილი ადამიანი ჩვეულებრივ 2-3 კვირის შემდგომ იწყებს გამოჯანმრთელებას. კარაკურტის კბენით ხშირად იხოცებიან აქლემები და ცხენები. სამაგიეროდ, ღორებს და ცხვრებს მისი კბენა ვერ ვნებთ, ამიტომ ცხვრის ფარები და ღორის კოლტები ხშირად გაყავთ საძოვრებზე, რათა კარაკურტების ბუდეები გათელონ. ობობას ყბები ბოლოვდება მოძრავი ბრჭყალებით, რომელთა წვეროებშიც შხამიანი ჯირკვლების სადინარები იხსნება. შხამის შემადგენლობაში შედის ნეიროტოქსინები და ფერმენტები. მათი ნაკბენისადმი ძლიერ მგრძნობიარეა მღრღნელები, ცხენები, აქლემები, ხარი. ნაკლებად მგრძნობიარეა ზღარბი, ძაღლი, ღამურა, რეპტილიები, ცხვარი და ღორი.

ნიშნები[რედაქტირება]

კბენის დროს იგრძნობა მწვავე ტკივილი, რაც 15-20 წუთის შემდგომ ვრცელდება მთელს სხეულზე. ტკივილები აუტანელია მუცლის, წელის, გულმკერდის არეში. მუცლის პრესი იჭიმება. დამახასიათებელია ქოშინი, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირღებინება, ოფლიანობა, ეგზოფტალმი. ვითარდება ბრონქოსპაზმი: მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება; წყდება შარდის გამოყოფა. შედეგად ვითარდება გონების დაბინდვა, ბოდვები. ცნობილია ადამიანისა და ცხოველების სიკვდილის შემთხვევები.

პსდ[რედაქტირება]

ნაკბენ ადგილას ასანთის ღერი უნდა დავიდოთ. ასანთის ტემპერატურა საკმარისია იმისათვის, რომ შხამი დაშალოს. კარაკურტის მიერ დაკბენილებს განსაკუთვრებული შრატის მეშვეობით მკურნალობენ. სამკურნალოდ გამოიყენება შრატი, რომელიც მისივე შხამისაგან მიიღება. ეფექტურია კბენიდან 2-3 წუთში ნაკბენი ადგილის მოწვა ანთებული ასანთის ღერით. ობობის შხამიანი ეშვები ადამიანის კანში 0,5 მმ სიღრმეზე აღწევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მხეიძე თ., ქსე, ტ. 10, გვ. 628, თბ., 1986
  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ., გვ. 44

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]