ყარაღაშები
იერსახე
ყარაღაშები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
10,000 | |
ენები | ნოღაიური, თურქული |
რელიგიები | ისლამი |
ყარაღაშები (თვითსახელწოდება — карагаш-ногайлар) — რუსეთის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობა, ნოღაელების სუბეთნოსი. ლაპარაკობენ ნოღაიური ენის ყარაღაშულ დიალექტზე. კომპაქტურად ცხოვრობენ ასტრახანის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ყაზახეთის საზღვართან ახლოს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზუსტი მონაცემები ყარაღაშური მოსახლეობის შესახებ არ არსებობს, რადგან რუსული აღწერები მათ დამოუკიდებელ ჯგუფად არ თვლის, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ასტრახანის ოლქში დაახლოებით 10 ათასი ყარაღაშია.[1] მათი უმრავლესობა მუსლიმია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Народ, не указанный в переписи. Заповедник (20 ნოემბერი 2018). ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2019.