გუგული მგელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყარამან მგელაძე)
გუგული მგელაძე

გუგული მგელაძე ფილმში „ახალგაზრდა გვარდია“
დაბადების სახელი ყარამან მგელაძე
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1928
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 29 ნოემბერი, 2015 (87 წლის)[1]
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1960-2003

ყარამან (გუგული) მგელაძე (დ. 12 მაისი, 1928, თბილისი — გ. 29 ნოემბერი, 2015, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1983).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუგული მგელაძე დაიბადა 1928 წლის 12 მაისს თბილისში. 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის (ВГИК) სამსახიობო, 1962 წელს კი — სარეჟისორო ფაკულტეტი. კინოში მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა ასაკიდან. მიღებული აქვს დიპლომები საკავშირო კინოფესტივალებზე. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

გარდაიცვალა 2015 წლის 29 ნოემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1960 — „განთიადი“
  • 1961 — „ბურთი და მოედანი“
  • 1967 — „ცისკრის ზარები“
  • 1975 — „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“
  • 1975 — „თეთრი სახლები“
  • 1979 — „ძახილი“
  • 1980 — „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“
  • 1983 — „მაცივარში ვიღაც იჯდა“
  • 1989 — „წარსული მუდამ ჩვენთანაა“
  • 1994 — „ჩაკლული სული“
  • 2003 — „გაჭედილები“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1975 — „თეთრი სახლები“

პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003 — „გაჭედილები“

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1966 — მოსკოვის სპორტული ფილმების პირველი საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ბურთი და მოედანი“
  • 1983საქართველოს სახალხო არტისტი[2]
  • 1998ღირსების ორდენი ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • ტაშკენტში აზიისა და აფრიკის ქვეყნების საკავშირო კინოფესიტივალის დიპლომი ფილმისთვის „გათენების წინ“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]