ყარაბაღის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყარაბაღი მდებარეობს მცირე კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილში. სომხეთის მაღალმთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილი, მთიანი ყარაბაღის სახელით არის ცნობილი და მოიცავს ამ რეგიონის ფართო გეოგრაფიულ მაღალმთიან ნაწილს.[1] რუსული და საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, რეგიონი ცნობილი გახდა მთიანი ყარაბაღით. თვით ყარაბაღის სახელწოდება (მიღებული იყო თურქული და სპარსული ენებიდან და ლიტერატურული მნიშვნელობით ნიშნავს „შავ ვენახს“) პირველად აღიწერა ქართულ და სპარსულ წყაროებში მე -13 და მე -14 საუკუნეებში.[2][3]

ამჟამად ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომელსაც აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა სომხეთის მხრიდან. რეგიონის საბოლოო სტატუსი კვლავაც გაურკვველია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

1917 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბაქოში დაინიშნა ადგილობრივი საბჭოთა მთავრობა, რომელსაც ეთნიკურად სომეხი სტეფანე შაუმიანი ხელმძღვანელობდა: ე.წ. ბაქოს ეროვნული საბჭო (1917 წლის ნოემბერი - 1918 წლის 31 ივლისი).

რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფმა სომხებმა ეროვნული კონგრესი შექმნეს 1917 წლის ოქტომბერში. ტფილისში კონვენცია დაიდო 1917 წლის სექტემბერში, ყოფილი რომანოვების დელეგაციასთან. მუსულმანურმა ეროვნულმა საბჭომ (MNC-მ) მიიღო კანონი თავდაცვის ორგანიზების შესახებ და შეიმუშავა ამიერკავკასიის ადგილობრივი კონტროლი და ადმინისტრაციული სტრუქტურები. საბჭომ ასევე შეარჩია 15-კაციანი მუდმივი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ცნობილი იყო როგორც აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო.

1918 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის მარტში გაიზარდა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობა და ბაქოში დაიწყო სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი. შედეგად, 3 000 - დან 12 000 - მდე ადამიანი დაიღუპა, ისტორიული მოვლენა ცნობილია როგორც „მარტის მოვლენები“.[4][5][6] მნიშვნელოვანი დაპირისპირებები მოხდა ევლახსა და აღდაშში, სადაც თურქებმა დაამარცხეს რუსეთის ბოლშევიკური ძალები.

1918 წლის 31 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერიამ აღიარა დამარცხება I მსოფლიო ომში და მისმა ჯარებმა უკან დაიხიეს ამიერკავკასიიდან. ბრიტანულმა ძალებმა კი ისინი დეკემბერში შეცვალეს და ტერიტორია კონტროლის ქვეშ აიყვანეს.

1919 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მთავრობამ ბრიტანელების დახმარებით სცადა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაპყრობა. ამიტომაც ამიერკავკასიის ახალი საზღვრები დიდი ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე ვერ განისაზღვრებოდა. დადგინდა, რომ სადავო ტერიტორიების ბედი უნდა მოგვარებულიყო 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. ბაქოს ნავთობის ექსპორტზე სრული კონტროლის დამყარებით, ბრიტანელები ცდილობდნენ ამიერკავკასიის საბოლოო გაყოფას.

ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთიანი ყარაბაღისათვის ბრძოლა გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1991 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირის დაშლეს შემდეგ დამოუკიდებლობა მიიღეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი იგორ როდიონოვი დსთ-ს ქვეყნებთან, მინისტრ ამან ტულეევისადმი გაგზავნილ წერილში თქვა, რომ თავდაცვის მინისტრების კომიტეტმა დაადგინა დიდი ოდენობით რუსული იარაღის მიწოდება რეგიონში, მათ შორის 84 T-72 ტანკისა და 50 ჯავშანტექნიკის, რომელიც სომხეთში გადავიდა 1994 და 1996 წლებში, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სრულიად უფასოდ და რუსეთის მთავრობის ნებართვის გარეშე.[7] ვაშინგტონ თაიმსის სტატიაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მხარდაჭერა სომხეთის მიმართ აშკარად ჩანდა, რომლის მიზანსაც პროდასავლური აზერბაიჯანისა და მისი სტრატეგიული ნავთობის მარაგის დამორჩილება შეადგენდა.[8] სომხეთმა ოფიციალურად უარყო მსგავსი იარაღის მიწოდება.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Journal of the Society for Armenian Studies: JSAS., Volume 8. University of Michigan, 1997, p 54.
  2. Encyclopædia Britannica. Armenia:"A few native Armenian rulers survived for a time in the Kiurikian kingdom of Lori, the Siuniqian kingdom of Baghq or Kapan, and the principates of Khachen (Artzakh) and Sasun."
  3. Robert H. Hewsen. The Kingdom of Arc'ax. In Medieval Armenian Culture (University of Pennsylvania Armenian Texts and Studies). Thomas J. Samuelian and Michael E. Stone (eds.) Chico, California: Scholars Press, 1984, pp. 54–55. ISBN 0-8913-0642-0.
  4. Firuz Kazemzadeh, Ph. D. The Struggle For Transcaucasia: 1917–1921. ISBN 0-8305-0076-6
  5. (რუსული) Michael Smith. Azerbaijan and Russia: Society and State: Traumatic Loss and Azerbaijani National Memory დაარქივებული 2011-03-10 საიტზე Wayback Machine.
  6. Human Rights Watch. “Playing the "Communal Card": Communal Violence and Human Rights”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  7. NISAT. Defense ministry confirms illegal arms transfer to Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-09. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  8. The Washington Times. Armenia armed by Russia for battles with Azerbaijan. April 10, 1997.
  9. NISAT. Rokhlin Details Arms Supplied to Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2019-11-07.