ყანობის პირველიკოშკური სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყანობის პირველი კოშკური სახლი -არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ყანობში. თარიღდება XVIII ს-ით. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: დანგრეულია მეორე სართულის სამხრეთ-დასავლეთი მხარე. ბანი და სართულშუა ხის გადახურვა არ შემორჩენილა. პირველი სართული მოგრძოა, გეგმით სწორკუთხა (13 x 9 მ). იგი დამხმარე სათავსი უნდა იყოს. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში-ერთი მცირე ნიში. სათავსი დიდია. აღმ.-დას. ღერძზე შემორჩენილია ხის ორი სვეტი და მოგრძო კედელი. ასეთივე სვეტი და პილონის მსგავსი კედელი მეორე სართულზედაცაა. თაღოვანი კარი აქ აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. ამავე კედელში სამი თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფურია. ორი თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფური შემორჩენილ სამხრეთ კედელშიცაა. სარკმელები დაბალია. იქვე სწორკუთხა ნიშია.

ჩრდილოეთი კედელი მთისკენაა მიქცეული და ყრუა. ფასადის ქვები რიგებადაა დაწყობილი. რიგები ყოველთვის თანაბარი და ჰორიზონტალური არ არის, მაგრამ გარკვეული სისტემა მაინც შეიმჩნევა. ფასადზე კარის წირთხლები ამოყვანილია დიდი ქვებით, თაღი შედგენილია ორი ქვით. თაღის ქვაზე ამოჭრილია მარტივი ჯვარი. ქვებზე, რომლებიც სარკმელთა თაღოვან გადახურვას ქმნის, რკალები და წრეებია ამოკვეთილი. სახლი ეკუთვნის ჯუღა კობიაშვილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]