ყანის სანთელა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ყანის სანთელა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Melampyrum arvense L. | |||||||||||||
| |||||||||||||
ყანის სანთელა (ლათ. Melampyrum arvense) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომია, დატოტვილი, შებუსულია. ფოთლები ლანცეტაა, კიდემთლიანი, 2-4 კბილით. ყვავილედი ცილინდრული თავაკია. თანაყვავილები მოგრძო-კვერცხისებურია, შეფერილობით მეწამულ-მოვარდისფრო ან მოთეთროა, ღრმად დანაკვთული, კიდეებზე წამწამებიანი. გვირგვინი დიდი ზომისაა, მეწამული ფერის. ქვედა ტუჩი ყვითელი ლაქებითაა დაფარული. იზრდება ველებზე, ტყის ველობებზე, ნათესებში, ყამირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ ციმბირს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები[მკვდარი ბმული], თბ., 2018, გვ. 554.