შინაარსზე გადასვლა

ყალმუხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყალმუხეთის რესპუბლიკა)
რესპუბლიკა
ყალმუხეთი
ყალმ. Хальмг Таңһч
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა ელისტა, Gorodovikovsky District, Iki-Burulsky District, Ketchenerovsky District, Lagansky District, Maloderbetovsky District, Oktyabrsky District, Priyutnensky District, Sarpinsky District, Tselinny District, Chernozemelsky District, Yustinsky District, Yashaltinsky District და Yashkulsky District
კოორდინატები 46°34′00″ ჩ. გ. 45°19′00″ ა. გ. / 46.56667° ჩ. გ. 45.31667° ა. გ. / 46.56667; 45.31667
მმართველი Batu Khasikov
დაარსდა 16 მაისი, 1992
ფართობი 75000 კმ²
ოფიციალური ენა რუსული ენა და ყალმუხური ენა
მოსახლეობა 267 588 (1 იანვარი, 2025)[1]
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო, UTC+3 და ევროპა/მოსკოვი[2]
საავტომობილო კოდი 08
ოფიციალური საიტი https://glava.region08.ru
ყალმუხეთი — რუსეთი
ყალმუხეთი

რესპუბლიკა ყალმუხეთი (ყალმ. Хальмг Таңһч) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, რომელიც შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში. დედაქალაქი — ქ. ელისტა. სამხრეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით — დაღესტანს, ჩრდილოეთით — ვოლგოგრადის ოლქს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ასტრახანის ოლქს, ხოლო დასავლეთითროსტოვის ოლქს შეიქმნა 1920 წლის 4 ნოემბერს.

ყალმუხეთი მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სტეპურ ზონაში. სამხრეთიდან რესპუბლიკა შემოსაზღვრულია ყუმა-მანიჩის ღრმულით და მდინარეებით — მანიჩით და ყუმით. ყალმუხეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი.

ჰავა კონტინენტურია, ცხელი მშრალი ზაფხულითა და ცივი, მცირეთოვლიანი ზამთრით. გაედინება მდინარე ვოლგა. შექმნილია რამდენიმე წყალსაცავი.

დღევანდელი ყალმუხების წინაპრები (ოირატები) რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVII-XVIII საუკუნეებში დასახლდნენ. 1825 წლისთვის მათი მიწები საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1920 წელს შეიქმნა ყალმუხეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც მოგვიანებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ყალმუხები მასობრივად გაასახლეს ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. 1956 წელს მოხდა ყალმუხების რეაბილიტაცია და მათი დაბრუნება რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 1994 წელს მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ყალმუხეთი გამოცხადდა რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ნაწილად და ჯუნღარის საყაენოს სამართალ მემკვიდრედ.

2006 წლის მონაცემებით, რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 288,7 ათას კაცს, სიმჭიდროვე - 3,9 კაცს კვ.კმ-ზე. მოსახლეობის 57,4 %-ს ყალმუხები შეადგენენ, ასევე სახლობენ რუსები (30,2 %), დარგუელები (2,7 %), ყაზახები (1,7 %), მუსლიმი მესხები (1,3 %), ჩეჩნები (1,2 %) და ა. შ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტიბეტური ბუდიზმის მიმდევერია. ცხოვრობენ მართლმადიდებლები, მუსლიმები და ა. შ. უმსხვილესი დასახლებული პუნქტია ელისტა, მნიშვნელოვანი ქალაქებია ლაგანი, ტროიცკოე.

ყალმუხეთის რესპუბლიკას გააჩნია განვითარებული სოფლის მეურნეობა, კვების და ნავთობ-გაზის მრეწველობა. რესპუბლიკა მშრალი კლიმატის გამო იგი ინტენსიურ ირიგაციას საჭიროებს. მორწყვისთვის საჭირო წყალი თერგისა და ყუმის აუზებიდან მოედინება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]