ყაინდის ტბა
იერსახე
| ყაინდის ტბა | |
|---|---|
ყაინდის ტბა | |
| კოორდინატები: 42°59′15″ ჩ. გ. 78°27′50″ ა. გ. / 42.98750° ჩ. გ. 78.46389° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1667 მ |
| სიგრძე | 0,4 კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 21 მ |
ყაინდის ტბა (ყაზახ. Қайыңды) — მთის ტბა ყაზახეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1667 მ სიმაღლეზე. სიგრძე 0,4 კმ. მაქსიმალური სიღრმე 21 მ. ტბა წარმოიქმნა 1910 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ტურიზმის პოპულარული ადგილია. წყლის დაბალი ტემპერატურის მიუხედავად განვითარებულია დაივინგი. 1980-იან წლებში სელური ნაკადების გამო ტბის ფართობი გაიზარდა. გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. ტბა მოქცეულია ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყაინდის ტბა — ცნობები დაარქივებული 2018-04-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)