ყაზიყუმუხის საშამხლო
ყაზიყუმუხის საშამხლო — ტერმინი, რომელიც რუსეთ-დაღესტნის ისტორიოგრაფიაში გვხვდება, 1950-60-იანი წლებიდან[1], რათა აღინიშნოს ძველი სახელმწიფო, რომელიც სავარაუდოდ, დღევანდელი დაღესტნის ტერიტორიაზე VIII-XVII საუკუნეებში არსებობდა. დედაქალაქი მდებარეობდა ყაზიყუმუხში, რომელიც დაიშალა 1642 წელს. თუმცა, XVI საუკუნის რუსულ საარქივო წყაროებში აღნიშნულია არის „საშამხლოს დედაქალაქი“ და „ქალაქი შამხალი“,[2].
საშამხლოს კოლაფსი XVII საუკუნეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთის, რუსეთის და ირანის აგრესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1578 წელს კავკასიაში შეიჭრა ლალა მუსტაფა-ფაშას 200 ათასიანი არმია. 1582 წელს შირვანის დაპყრობის შემდეგ, თურქული ჯარები გადავიდნენ რეგიონის დედაქალაქ შამხალზე. „ყაზიყუმუხის საშამხლოს თურქებმა საშინელი ზიანი მიაყენეს“. ამ სიტუაციამ დაღესტნის სოფლების მოსახლეობა იძულებული გახადა ხელში იარაღი აეღოთ თურქთა წინააღმდეგ.
XVI საუკუნის ბოლოს შამხალი დარჩა კრიმ-შამხალის შემადგენლობაში. 1588 წელს საქართველოს ელჩმებმა კაპლანმა და ჰურშმა განაცხადეს, რომ შამხალში დიდი არეულობა იყო და სთხოვა რუსეთის მეფეს, რომ ჯარები გაეგზავნა, რათა მომხდარიყო სამხედრო რეაგირება.[3] ამის შემდეგ რუსებმა დაღესტანის ჩრდილოეთ ნაწილში დაიპყრეს თუმნის სამთავრო.[4]
1599 წელს მოსკოვში, სარავანსა და არამში მყოფმა ქართველმა ელჩებმა განუცხადეს კახეთის მეფე ალექსანდრეს, რომ „არც შენ და არც შენს კაცებს არ უნდა გამოგზავნონ დახმარება შევკალში (შამხალი) საბრძოლველად“. 1603 წელს საქართველოს ელჩმა კირილემ მოსკოვში აღნიშნა, რომ „შევკალი და მისი მოსახლეობა უფრო მეტად ცხოვრობს მთიან რეგიონებში, რადგან ეს ადგილი უფრო ძლიერი და გამაგრებულია".[5]
1604 წელს მოხდა ბუთურლინის ლაშქრობა დაღესტანში. 1605 წელს რუსეთის არმიამ, რომელმაც დაღესტნის დაბლობი მთლიანად დაიპყრო.[6] XVII საუკუნის დასაწყისში დაღესტანი ასევე იყო ირანის მხრიდან დაპყრობის საფრთხის ქვეშ.
ალიანსი რუსეთთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშამხლოს მმართველებმა ვერ შეძლეს გაერთიანება, რის შემდეგაც რუსეთთან გაფორმდა სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირეობის ხელშეკრულება. ყაზიყუმუხს განაგებდა პრინცი ალიბეკ I, ბუდაი შამხან I-ის ვაჟი. 1614 წელს ალიბეკ I-მა, ერთგულების ფიცი დადო რუსეთთან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Лавров Л.И -Эпиграфические памятники Северного Кавказа на арабском, персидском и турецком языках. Памятники письменности Востока. - Москва: Наука - 1966 -
- ↑ С. А. Белокуров. Сношения России с Кавказом — М., 1888, page 58
- ↑ С. А. Белокуров. Указ. соч. С. 58–59.
- ↑ Лавров Л. И. Кавказская Тюмень // Из истории дореволюционного Дагестана. М. 1976, с. 163-165. Lavrov defined Tumen as "an ancient Kumyk possession with seaside town of Tumen, which consisted of a mixed population of Kumyks, Kabardins, Nogais, Astrakhans, Kazan Tatars and Persians". The possession of Tumen was located near Sulak river in Dagestan and refers to the possession of Tumen mentioned by Khalifa ibn Hayyat in the 8th century. As it was reported, warlord Marwan capturing Gumuk and Khunzakh, headed north, towards the possession of Tumen. Bakikhanov links Tumen with 'Tumen-shah' in the eastern sources. (Бейлис В. М. Сообщения Халифы ибн Хаййата ал-Усфури об арабо-хазарских войнах в VII - первой половине VIII в. // Древнейшие государства Восточной Европы. 1998. М.,2000. С.43).
- ↑ Белокуров С. Указ. раб. С. 302, 405.
- ↑ Н. М. Карамзин. История государства Российского. Т.XI. Кн. III.)