ყაზახეთი რუსეთის იმპერიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რუსი მოვაჭრეები და ჯარისკაცები ყაზახების ტერიტორიაზე პირველად XVII საუკუნეში გამოჩნდნენ რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ამ პერიოდში ყაზახურ სახანოებს ყურადღება ჰქონდათ გადატანილი ყალმუხების (ოირათები, ჯუნგარები) მიგრაციებზე და შემოსევებზე, რომლებმაც XVI საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთიდან ყაზახების ტერიტორიაზე დაიწყეს გადასვლა, ისინი ამ მიგრაციას „დიდ უკან დახევას“ უწოდებდნენ, სწორედ ამ დროს კაზაკებმა დრო იხელთეს და ციხე სიმაგრეები ააშენეს ყაზახების ტერიტორიაზე, რომლებიც მოგვიანებით გახდა ქალაქები, ურალსკი და ატირაუ. ყაზახები სულ უფრო ხშირად ხვდებოდნენ დაპირისპირებაში ყალმუხებსა და რუსებს შორის. სამი ყაზახთა ჟუზიდან ორი ოირათთა ბათურ-ხუნთაიჯის ზედამხვედლობის ქვეშ იყო, სწორედ ამიტომ 1730 წელს უმცროსი ჟუზი-ს ერთ-ერთმა ხანმა აბულხაირმა რუსეთს დახმარება სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ აბულხაირი მიზნად ისახავდა დროებითი ალიანსის შექმნას უფრო ძლიერი ყალმუხების წინააღმდეგ, მისი მოთხოვნის შედეგად, რუსებმა შეძლეს უმცროსის ურდოს მუდმივი კონტროლის ქვეშ მოქცევა. რუსებმა დაიპყრეს შუა ჟუზი 1798 წლისთვის, უფროსი ჟუზი-ს დამოუკიდებლობა კი 1820-იან წლებამდე გაგრძელდა, მანამ სანამ კოკანდის სახანოს სამხრეთით გაფართოებამ უფროსი ურდოს ხანები აიძულა აირჩიათ რუსული დაცვა, რაც მათთვის ერთი შეხედვით უკეთესი გამოსავალი იყო.

რუსეთის მიერ ყაზახეთის და მცირე აზიის დაპყრობას ხელს უშლიდა XIX საუკუნის მრავალი აჯანყება და ომი. მაგალითად, აჯაყებები მოაწყვეს ისატაი ტაიმანულიმ (ყაზ:İsatay Taymanūly) და მახამბეტ ოტემისულიმ (ყაზ: Mahambet Ótemisuly) 1836-1838 წლებში. 1847-1858 ესეტ კოტიბარულის (ყაზ: Eset Kótibaruly) მეთაურობით კი რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ომი მიმდინარეობდა. [1]

1863 წელს რუსეთის იმპერიამ შეიმუშავა ახალი საიმპერატორო პოლიტიკა, რომელიც გამოიცა ალექსანდრე გორჩაკოვის ცირკულარში, რაც ამტკიცებდა იმპერიის საზღვრებზე „პრობლემური“ ტერიტორიების ანექსიის უფლებას.[2] ამ ახალმა პოლიტიკით რუსეთის იმპერიამ დაიწყო დაპყრობა დანარჩენი ცენტრალური აზიისა და შექმნა ორი ადმინისტრაციული რაიონი - გენერალ-საგუბერნატორო („General-Gubernatorstvo“) რუსეთის თურქესტანის და სტეპების სახით. დღევანდელი ყაზახეთის უმეტესი ნაწილი სტეპის საგუბერნატოროში იყო, სამხრეთ ყაზახეთის ნაწილების რეგიონები ვერნიდან (ალმათი) იმართებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისში რუსული ციხესიმაგრეების მშენებლობამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა ყაზახეთის ტრადიციულ ეკონომიკაზე, რადგან შეიზღუდა ოდესღაც უზარმაზარი ტერიტორია, რომელზეც მომთაბარე ტომებს შეეძლოთ თავიანთი ნახირებისა და ფარების გადააყვანა სხვადასხვა მიმართულებით. მომთაბარეობის საბოლოო მოშლა დაიწყო 1890-იან წლებში, როდესაც ბევრი მკვიდრი რუსი შეიყვანეს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ყაზახეთის ნაყოფიერ მიწებზე. 1906 წელს დასრულდა ტრანს-არალის რკინიგზა ორენბურგსა და ტაშკენტს შორის, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი შვიდმდინარეთის ნაყოფიერი მიწების რუსულ კოლონიზაციას. 1906–1912 წლებში ნახევარ მილიონზე მეტი რუსული მეურნეობა შეიქმნა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პეტრე სტოლიპინის რეფორმების ფარგლებში, რომლებმაც უდიდესი ზეწოლა მოახდინეს ყაზახეთის ცხოვრების ტრადიციულ წესზე საძოვრების დაკავებით და მწირი წყლის რესურსების გამოყენებით. რუსულმა დასახლებებმა დაამახინჯა მომთაბარე სეზონური გადაადგილების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მარშრუტები, რომლებსაც ყაზახები მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ. ყაზახების მოშენებული პირუტყვის რუსების მიერ მითვისება არ იყო იშვიათი, ასევე იშვიათობას არ წარმოადგენდა ახალგაზრდა ყაზახი ქალების ტომებიდან წაყვანა მონებად ან გამრთობებად.

მრავალი დევნილი და მშიერი ყაზახი შეუერთდა ცენტრალური აზიის აჯანყებას, რომელიც მიმართული იყო 1916 წლის ივლისის ცარის განკარგულების საწინააღმდეგოდ, რაც გულისხმობდა რუსეთის იმპერიის არმიაში გაწვევას, ეს ყველაფერი კი გამოიწვია პირველი მსოფლიო ომმა. 1916-ის ბოლოს რუსულმა ძალებმა სასტიკად ჩაახშეს ფართოდ შეიარაღებული წინააღმდეგობა ყაზახების მიერ მიწების დაპყრობის და ცენტრალური აზიელების გაწვევასთან დაკავშირებით. ათასობით ყაზახი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ჩინეთსა და მონღოლეთში გაიქცა, თუმცა ბევრმა ვერ შეძლო დანიშულების ადგილას ჩაღწევა და მოგზაურობის დროს გარდაიცვალა.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ablet Kamalov: Links across time: Taranchis during the uprising of 1916 in Semirech’e and the “Atu” massacre of 1918, in: Alexander Morrison/Cloé Drieu/Aminat Chokobaeva (eds.): The Central Asian Revolt of 1916: A Collapsing Empire in the Age of War and Revolution, Manchester: Manchester University Press, 2019, p. 239.
  2. Martha Brill Olcott: The Kazakhs, Stanford (CA): Hoover Press, 1995, p. 75.