ყაზანის ღვთისმშობლის კვართის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზანის ღვთისმშობლის კვართის საკათედრო ტაძარი
ყაზანის ღვთისმშობლის კვართის საკათედრო ტაძარი — რუსეთი
ყაზანის ღვთისმშობლის კვართის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′00″ ჩ. გ. 49°07′52″ ა. გ. / 55.78333° ჩ. გ. 49.13111° ა. გ. / 55.78333; 49.13111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი (სტაროობრიადული) ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია თათრეთი
ადგილმდებარეობა ყაზანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 1600591000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1905-1909

ყაზანის ღვთისმშობლის კვართის საკათედრო ტაძარი (რუს. Собор Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური სტაროობრიადული საკათედრო ტაძარი ყაზანში. აგებულია 1905-1909 წლებში. წარმოადგენს ყაზანისა და ვიატკის ეპარქიის საკათედრო ტაძარს.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი (სტაროობრიადული) ეკლესიის ყაზანისა და ვიატკის ეპარქიას.

ხუთგუმბათიანი ტაძარი აგებულია ეროვნული რომანტიზმის სულისკვეთებით, არის XX საუკუნის დასაწყისის ტიპური მართლმადიდებლური ტაძარი. აკურთხეს 1909 წლის სექტემბერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზანის სტაროობრიადცელებმა ეკლესიის აშენების უფლება მიიღეს მხოლოდ 1905 წლის 17 აპრილს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მანიფესტის მიხედვით.

1906 წელს დაიწყეს ტაძრის მშენებლობისათვის შემოწირულობის შეგროვება. თანხები ტაძრის ასაშენებლად გაიღეს ყაზანელმა და მოსკოველმა ვაჭრებმა. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1907 წლის ივლისში. ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ორი ყაზანელი სტაროობრიადცელი მღვდელი: პეტრე ზალეტოვი და ალექსი კალიაგინი[1].

1909 წლის 6 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების სახელზე.

ტაძრის ეგვტერში დაკრძალული არიან ყაზანისა და ვიატკის ეპისკოპოსი იოასაფი (გარდაიცვალა 1912 წლის მარტში) და პეტრე ზალეტოვი (გარდაიცვალა 1917 წელს)[2]. მათი დაკრძალვის ადგილები აღმოაჩინეს მხოლოდ 2016 წელს[3].

ალექსი კალიაგინი ტაძარში მსახურობდა მისი მშენებლობიდან საბჭოთა პერიოდში ტაძრის დახურვამდე[2].

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის მაისში საეკლესიო ქონების ფაქტობრივად დატაცების კომისიამ ღვთისმშობლის კვართის სახელობის ტაძარს (აქტებში ტაძარს ეწოდება ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია) ჩამოართვა ორ ფუთზე მეტი ვერცხლი, ხატების, კანდელების, ჭურჭლისა და მონეტების სახით. რამდენიმე წლის შემდეგ კი ტაძარი დახურეს[2].

მოგვიანებით ტაძარი გადაეცა ცენტრალურ სახელმწიფო არქივს: აქ განათავსეს რევოლუციამდელი ფონდების განყოფილება. დიდი სამამულო ომის პერიოდში მასში ასევე განთავსებული იყო ყაზანში ევაკუირებული არქივები[4]. ვასილი კირილევის მემუარული ცნობების მიხედვით, მთელი შენობა სავსე იყო იყო ყაზანში ევაკუირებული დოკუმენტების თაროებით, ტაძარი იყო დახურული ადგილი, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო ბეტონის ღობეებით[3].

სტაროობრიადელების თემისთვის დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თათრეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1996 წლის 1 აგვისტოს № 642 დადგენილებით საკათედრო ტაძარი გადასცეს ბელოკრინიცკის თანხმობის სტაროობრიადცულ რელიგიურ საზოგადოებას.

1997 წელს აღდგა რუსეთის მართლმადიდებლური სტაროობრიადცული ეკლესიის ყაზანისა და ვიატკის ეპარქია. ღვთისმშობლის კვართის ეკლესია გახდა საკათედრო და დაიწყო მისი სარესტავრაციო სამუშაოები.

ყაზანისა და ვიატკის ეპისკოპოსმა ანდრიანემ (ჩეტვერგოვი) გადაწყვიტა ტაძართან შეექმნა მუზეუმი.

დაუსრულებელი სარესტავრაციო სამუშაოების გამო 2009 წლის ბოლოსკენაც ვერ მოხერხდა ტაძრის კურთხევა[5].

2016 წლის 6 დეკემბერს კვართის ეკლესიის წინ აღმართეს მიტროპოლიტ ანდრიანეს ძეგლი, რომელიც შეასრულა კომპანია „Ирэк“-ის ავტორთა კოლექტივმა (წამყვანი მოქანდაკე - მ. ბასკაკოვი, არქიტექტორები - კ. აშიხმინი და ა. შიპუნოვი)[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]