შინაარსზე გადასვლა

ყაზანის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზანის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ქალაქი ყაზანი
გახსნის თარიღი 27 აგვისტო 2005 წ.
ხაზის სიგრძე 16,765 კმ
სადგურთა რაოდენობა 11
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში 130 000 (2023 წ.)
მგზავრები წელიწადში 35,5 მლნ (2023 წ.)
ხაზების სქემა

ყაზანის მეტროპოლიტენი (თათრ. Казан метрополитены) — სარელსო (უპირატესად მიწისქვეშა) საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ელექტრო წევაზე, მდებარე რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში. მეოთხე მეტროპოლიტენი რუსეთში მოსკოვის, პეტერბურგის და სამარის მეტროპოლიტენების შემდეგ, სადაც დაშვებულია მოძრავი შემადგენლობის მართვა ქალების მიერ.[1]

გახდა პირველი (და დღევანდელ მომენტში — ერთადერთი) მეტროპოლიტენი რუსეთში, რომელიც აშენდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რიგით მეშვიდე (და დღევანდელ მომენტში — უკანასკნელი) რუსეთში მოსკოვის, პეტერბურგის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ნოვოსიბირსკის, სამარის და ეკატერინბურგის მეტროპოლიტენების შემდეგ და მესამე ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგში ნიჟნი-ნოვგოროდისა და სამარის მეტროპოლიტენების შემდეგ და მეორე აშენებული პოსტსაბჭოთა სივრცეში დნიპროს მეტროპოლიტენის შემდეგ. წარმოადგენს ყველაზე უფრო უსაფრთხო მეტროპოლიტენს რუსეთში.[2] 2011 წელს ალმათის მეტროპოლიტენის გახსნამდე ასევე იყო ყველაზე უფრო ახალგაზრდა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საექსპლოატაციო ხაზების სიგრძის მიხედვით უკავია 154-ე ადგილი მსოფლიოში, მე-11 — ყოფილი საბჭოთა კავშირის მეტროპოლიტენებს შორის (მოსკოვის, პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის, ხარკივის, მინსკის, ბაქოს, თბილისის, ასტანის და ნიჟნი-ნოვგოროდის მეტროპოლიტენების შემდეგ), მეოთხე — რუსეთში. სადგურების რაოდენობის მხრივ ყაზანის მეტროპოლიტენს უკავია მე-5 ადგილი რუსეთში მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ნიჟნი-ნოვგოროდის და ნოვოსიბირსკის მეტროპოლიტენების შემდეგ.

პირველი მონაკვეთის — „კრემლიოვსკაია“-„გორკის“ გახსნა შედგა 2005 წლის 27 აგვისტოს და ის მიეძღვნა ყაზანის 1000 წლისთავის ზეიმს. დღეისათვის სისტემა შედგება ერთადერთი ხაზისგან სიგრძით 16,8 კმ და 11 სადგური. ის ჩრდილოეთიდან ცენტრის გავლით გადის ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. 2018 წლის აგვისტოში გაიხსნა სადგური „დუბრავნაია“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Женщина впервые станет машинистом электропоезда казанского метро. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-08-11. ციტირების თარიღი: 2025-08-13
  2. ↑ 7 городов России, где есть метро. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-18. ციტირების თარიღი: 2022-10-18