შინაარსზე გადასვლა

ყავისფერი ლეპიოტა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყავისფერი ლეპიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  Lepiota
ოჯახი:  ძარღვასოკოსებრნი
გვარი:  ლეპიოტა
სახეობა:  ყავისფერი ლეპიოტა
ლათინური სახელი
Lepiota brunneoincarnata

ყავისფერი ლეპიოტა (Lepiota brunneoincarnata) — შედგება ქუდისგან და ფეხისგან. მისი ქუდის დიამეტრია 2-6სმ, მოთეთრო-კრემისფერია, ხოლო ცენტრში მოყავისფრო ბორცვაკი აქვს. მისი ფორმა თავიდან კვერცხისებრია, შემდეგ ამობურცულ-გაშლილი, რომელსაც გააჩნია ცენტრალური ბორცვაკი. ის არის მშრალი, დახეთქილი და გააჩნია კონცენტრულად განლაგებული ყავისფერი ქერცლი, რომელიიც თავიდან შეკეცილია, ხოლო შემდეგ გაშლილი.

მისი ფეხი - 2-4x 0.5-1 სმ. საყელოს ზევით მისი ფერია კრემისფერი, საყელოს ქვემოთ მოვარდისფრო. მისი ფორმაა ცილინდრული, ხოლო ტექსტურა ბოჭკოვან-ქერცლოვანი, საყელოს ქვემოთ მდებარე მუქი ქერცლი ქმნის ზიგზაგისებურ ორნამენტს. საყელო არის ბოჭკოვანი რომელიც მალევე ქრება, მას არ გააჩნია ვოლვა.

მისი ჰიმენოფორი ანუ ფირფიტები არის ხშირი, თხელი, ფეხთან თავისუფალი და თეთრი.

მისი სპორები არის კვერცხისებრი და გლუვი, 8-10 x 4-5 მკმ, ანაბეჭდი აქვს თეთრი.

რბილობი აქვს თეთრი, ახასიათებს ხილის სუნი, იგი გარდატეხისას ქუდის არეში და ფეხის ზედა ნაწილში ხდება კრემისფერი, ხოლო ფეხის ქვედა ნაწილში მოწითალო.

მისი ჰაბიტატი იზრდება ნიადაგზე, ბაღებში, პარკებში, მდელოებზე, ტყისპირებში, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ვრცელდება ევროპაში და აზიაში.

მისი მოხმარება არის საშიში, მომაკვდინებლად შხამიანი. მოწამვლის პირველი ნიშნებია კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა და პირღებინება, რომელიც უმეტესად აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ, გარკვეული დღეების შემდეგ ზიანდება ღვიძლი.

არსებობს მისი მსგავსი სახეობებიც, ყავისფერი ლეპიოტა შეიძლება აგვერიოს ამავე გვარის სხვა სახეობებში, რომლებიც ასევე შხამიანია, სწორედ ამ მიზნის გამო მსგავსი სოკოების შეგროვება დაუშვებელია.

  • ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 56, ISBN 978-9941-8-4547-5