ღურზულის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ღურზულის განძივერცხლის მონეტების განძი (გადარჩენილი ნაწილი 469 ერთეულს შეიცავდა). აღმოჩნდა 1926 წელს სოფ. ღურზულში (გულრიფშის მუნიციპალიტეტი). 467 წელს მონეტა კაპადოკიის კესარეაში მოჭრილი დრაქმები და დიდრაქმებია, 1 — ავგუსტუსის დენარი, 1 — ლისიმაქეს სტატერის მინაბაძის ნატეზი, განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა ნერონის (54—68) დროისაა გვიანდელი — ლუციუს ვერუსისა (161—169). განძი ჩაფლული უნდა იყოს 168 წელს, კავკასიაში კაპადოკიის ნაცვლის — მარციუს ვერუსის ლაშქრობის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зограф А. Н., Античные монеты, «Материалы и исследования по археологии СССР», 1951, в. 16;
  • Иващенко М. М., Герзульский клад монет Кесарии Каппадокийской, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1931, т. 7, в. 10;