ღუნიბის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღუნიბის პლატო

ღუნიბის პლატო (რუს. Гуниб) — პლატო რუსეთში, შიგა დაღესტანში. გაწოლილია მდინარეების ავარიის ყოისუსა და ყარაყოისუს ქვემო დინებათა შორის, სოფელ ღუნიბის დასავლეთით. სიმაღლე 2345 მ-მდე. პლატო უმთავრესად აგებულია კირქვებით. ღუნიბის პლატო უქარო ადგილია, მზიან დღეთა რაოდენობა წელიწადში თითქმის 310 დღეს აღწევს. სოფელ ღუნიბში არის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი და ტურბაზა. აული ღუნიბი შამილის უკანასკნელი თავშესაფარი იყო ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 1859 წლის 25 აგვისტოს შამილი აქ ჩაბარდა ტყვედ რუსეთის ჯარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]