ღულელების სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღულელების სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების დასავლეთით, კვირიას ხევის მარჯვენა ნაპირზე, დიდ ახოდ წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. 1963 და 1965 წლებში სადაზვერვო გათხრები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ხევის ჭრილში 0,8 მეტრის სიღრმეზე გაითხარა ქვისსამარხი, რომელიც გადახურული იყო მიჯრით დალაგებული ნატეხი ქვის ოთხი ფილით. კედლები ვერტიკალურად დაყენებული ნატეხი ქვის ფილებისგან იყო შედგენილი. სამარხი დამხობილი იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ერთმანეთში არეულ ძვლებში გამოიყო 3 ჩონჩხი. ამ სამარხიდან აღმოსავლეთით გათხრილია კიდევ ერთი უინვენტარო ქვისსამარხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]