ღულელების პირველი ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღულელების ნასოფლარი.

ღულელების პირველი ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების განაპირას, ჩრდილოეთით, ტყეში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია სწორკუთხა მოხაზულობის რამდენიმე სხვადასხვა ზომის ბუდე (6 × 4 მეტრი, 8 × 4 მეტრი, 7 × 5 მეტრი და ასე შემდეგ). იქვე გამოვლენილია ადრინდელი შუა საუკუნეების რუხად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]