ღულელების მეორე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღულელების ნასოფლარი.

ღულელების მეორე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების სამხრეთ-დასავლეთით, 350 მეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. დადასტურდა 10 ნასახლარი ბუდის კვალი. აქვე შეგროვდა წითლად გამომწვარი წვრილმარცვლოვანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ნასახლარი ბუდეების გვერდით გამოვლინდა რიყისა და ნატეხი ქვებით, კეხიანი, რელიეფურზოლებიანი კრამიტის ნატეხები. იქვე ჩანს ქვისსამარხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]