ოთარ ღუდუშაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღუდუშაური, ოთარ)
Jump to navigation Jump to search
ოთარ ღუდუშაური
ოთარ ღუდუშაური.jpg
დაბ. თარიღი 17 მაისი 1925(1925-05-17)
დაბ. ადგილი სტეფანწმინდა, საქართველოს სსრ, სსრკ ან თბილისი
გარდ. თარიღი 22 დეკემბერი 1991(1991-12-22) (66 წლის)
გარდ. ადგილი მცხეთა, საქართველო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ტრავმატოლოგია და ორთოპედია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი

ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაური (დ. 17 მაისი 1925, ყაზბეგი, — გ. 22 დეკემბერი 1991, მცხეთა) — ქართველი ტრავმატოლოგ-ორთოპედი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1982), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1953 წლიდან.

1949 წელს დაამთავრა ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი. 1949-1952 წლებში მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ, 1952-1970 წლებში — მოსკოვში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ერთდროულად, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე. 1972-1975 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი.[1]

ღუდუშაურმა საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა; დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები — შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა.[1]

არაკეროვანი კომპრესულ-დისტრაქციული მეთოდის შექმნისა და დანერგვისათვის მიენიჭა ლენინური პრემია. ღუდუშაურის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატი წარმოადგენს მოტეხილობების დროს ძვლოვანის ნატეხების რეპოზიციისა და ფიქსაციისათვის, ასევე კიდურების დაგრძელებისათვის საჭირო ორთოპედიულ აპარატს.[2]

1975 წლიდან იყო ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. 1971 წლიდან საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები, მათ შორის ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი არის მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით; გადაუდებელი მიმღებითა და ჰოსპიტალური სექტორით.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მიქელაძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 600, თბ., 1986 წელი.
  2. ღუდუშაურის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატი
  3. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი