ღრომის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრომის წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძასა და ანდრიაწმინდას შორის, ნასოფლარ ღრომის მახლობლად. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია თლილი ქვით, აქვს ქვის გადახურვა. ყურადსაღებია სახურავის კეხის მორთულობა. აღმოსავლეთით, კეხზე ქვით გამოქანდაკებული ცხვრის თავია გამოსახული, რომელიც მთელ ფასადს აგვირგვინებს, ხოლო დასავლეთის კეხზე ეკლესიის მცირე მოდელი ყოფილა გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970