ღრომის ეკლესია (სარკინეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ღრომში, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, ნასოფლარი „სარკინეთი“. აგებული ადრეულ შუა საუკუნეებში.

სამნავიანი ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფიქალი. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით მკვეთრად მოხაზუ-ლი ნალისებრი აბსიდით. ცენტრალური ნავის აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. ჩრდილოეთი ნავის აბსიდა სწორკუთხაა. ნა-ვები ორ არათანაბარ მონაკვეთად იყოფა. შიდა სივრცე მაღალი, ღია თაღების საშუა-ლებით სამ ნავად იყოფა. თაღები კუთხის პილასტრებს და თავისუფლად მდგარ მა-სიურ სვეტებს ეყრდნობა. ნავებში მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე. სამხრე-თი ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით სრულდებოდა. შემორჩენილია მისი მცირე ნაწილი.

არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიაში მიწის დონე ძლიერ აწე-ულია. დასავლეთ ფასადის ზედა წყობაში ჩაყოლებულია რელიეფური ჯვარი.

ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ფასადები თითქმის პერანგშემოცლი-ლია. კედლები დეფორმირებულია. თაღები და სარკმლები დაზიანებულია. კედლებზე მოდებულია მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 234-235