ღრმა სახელმწიფო თურქეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთი
თურქეთის დროშა

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
თურქეთის პოლიტიკა

ღრმა სახელმწიფო (თურქ. Derin devlet) — შესაძლო გავლენიანი, ანტიდემოკრატიული კოალიციური ჯგუფები თურქეთის პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც შედგება მაღალი დონის ორგანიზაციებისგან, როგორიცაა სპეცსამსახურები (შიდა და უცხოური), შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოებს სამსახური, სასამართლო და მაფია.[1][2] ღრმა სახელმწიფოს ცნება მსგავსია „სახელმწიფო სახელმწიფოში“. მათთვის, ვისაც სჯერა მისი არსებობა, პოლიტიკურ დღის წესრიგში ღრმა სახელმწიფო მოიცავს ერთგულებას ნაციონალიზმისადმი, კორპორატიზმისა და სახელმწიფო ინტერესებისადმი. ძალადობა და სხვა საშუალებებით ზეწოლა ისტორიულად იყო ფარულად მანიპულირების საშუალება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაზე და უზრუნველყოფდა კონკრეტულ ინტერესების ფარგლებში, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მოქცეული იყო პოლიტიკური ლანდშაფტის დემოკრატიულ ფარგლებში.[3][4] ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ამბობდა, რომ მსოფლმხედველობა და ქცევა (უპირატესად სამხედროების) ელიტას, რომელიც წარმოადგენს ღრმა სახელმწიფოს, მუშაობს იმისთვის, რომ დაიცვან ეროვნული ინტერესები, რომელიც დიდი ხნის რწმენის თანახმად, მომდინარეობს ოსმალეთის იმპერიის დაშლიდან, რომ თითქოს ქვეყანა ყოველთვის „ზღვარზეა“.[5]

ღრმა სახელმწიფოს იდეოლოგია სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხვაგვარად ჩანს, მაგალითად მემარცხენეებისთვის როგორც ანტი-მუშებრივი ან ულტრანაციონალისტური; ისლამისტებისთვის, როგორც ანტი-ისლამური და სეკულარული; ეთნიკური ქურთებისთვის როგორც ანტი-ქურთული და ლიბერალ-დემოკრატებისთვის როგორც ანტი-დემოკრატიული და ანტილიბერალური.[6] როგორც აღნიშნა თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა, მრავალფეროვნება აზრის ასახავს უთანხმოებას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ღრმა სახელმწიფო.[7] ერთ-ერთი ახსნაა, რომ „ღრმა სახელმწიფო“ არ არის ალიანსი, მაგრამ რამდენიმე ჯგუფის ერთობაა, რომელიც ანტაგონისტიკულად მუშაობს კულისებში, ხოლო თითოეული წევრი მუშაობს საკუთარი დღის წესრიგზე დაყრდნობით.[8][9][10] ღრმა სახელმწიფოს სხვა ახსნა ქსელის სასარგებლოდ განსაზღვრავს მას, როგორც ბატონობის ტიპი ჩამოყალიბებული უმაღლესი სამხედრო ავტონომიის დონეზე, რომელიც საშუალებას აძლევს უსაფრთხოების აპარატს დაარღვიოს ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები და იყენებს არაფორმალური ინსტიტუტების რეპერტუარს.[11] ღრმა სახელმწიფოს არსებობა დადასტურდა და გავრცელდა თურქეთში ეჯევითის პრემიერ-მინისტრობისას, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ თურქეთი იტალიის ოპერაციის გლადიოს და კონტრგერილას ნაწილია.[12] ბევრმა თურქმა, მათ შორის არჩეულმა პოლიტიკოსებმაც, განაცხადეს, რომ სჯერათ „ღრმა სახელმწიფოს“ არსებობის.[13][14]

ბოლო დროს ტერმინი „ღრმა სახელმწიფო“ უკვე გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ვითარების აღწერა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ეგვიპტესა[15] და აშშ-ში.[16]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნები და აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთი
  • „ღრმა სახელმწიფო“ წარმოიშვა თურქეთში 1990-იან წლებში, როდესაც სამხედროებმა დაიწყეს თანამშრომლობა ნარკომოვაჭრეებთან და მკვლელებთან ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. (ჟურნალისტი რობერტ ვორფი);
  • ტერმინი (derin devlet) "სალაპარაკო ენაზე" აღიწერება, როგორც „კრიმინალი“ ან „rogue“ ელემენტი, რომელიც რატომღაც დაკუნთულად ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება. (რაიან გინგერასის თანახმად);
  • „სავარაუდოდ, არალეგალური ქსელი“ თურქი „სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი სამოქალაქო მოკავშირეების“, რომლებიც ათეული წლის განმავლობაში, „ახშობდნენ და ზოგჯერ კლავდნენ დისიდენტებს, კომუნისტებს, ჟურნალისტებს, ისლამისტებს, ქრისტიან მისიონერებს და უმცირესობათა წარმომადგენლებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ მიზნებს“ (დექსტერ ფილკინსი);[17]
  • „შავი მმართველები“ პოლიციისა და სპეცსამსახურებს შორის, თავისთავებს თვლიან უფლებამოსილებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ეს ეხება „ქვეყნის უმაღლეს ინტერესებს“ (ჰიუ რობერტი).[18]
შუა აღმოსავლეთი
  • რობერტ ვორფი ამტკიცებს, რომ ტერმინი „ღრმა სახელმწიფო“ ქსელს, რომელიც თურქეთის გარდა რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც მოქმედებს, სადაც მთავრობა თანამშრომლობს: კონტრაბანდისტებთან და ჯიჰადისტებთან (სირია), ავღანეთის ომის ჯიჰადისტ ვეტერანებთან (იემენი), და სხვა კრიმინალებთან, რომლებიც წარმოადგენენ არარეგულარულ არმიას (ეგვიპტე და ალჟირი).
ეგვიპტე
  • ტერმინი გამოიყენება ეგვიპტის სამხედრო/უსაფრთხოების ქსელების მიმართ, რომლებიც გააქტიურდნენ განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების უმაღლეს საბჭოში 2011 წლის რევოლუციის შემდეგ. ისინი წარმოადგენენ „არადემოკრატიულ ლიდერებს ქვეყნის შიგნით“, რომელსაც არ ეხება არავითარი პოლიტიკური ცვლილება და „დამოუკიდებელია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისგან“. ისინი „ხშირად იმალებიან ბიუროკრატიული ფენების ქვეშ“ და არ ასრულებენ „სრულ კონტროლს ყოველთვის“, მაგრამ გააჩნიათ „რეალური კონტროლი მნიშვნელოვან რესურსებზე (ადამიანური და ფინანსური)“.[15]
შეერთებული შტატები
  • „მეტ-ნაკლებად ფარული“ 'უსაფრთხოების იერარქიაში' ან 'უსაფრთხოების სამსახურში', რომელიც არა მარტო მოქმედებს, არამედ აკვირდება და აკონტროლებს „სახელმწიფო იერარქიას“ (ოლა ტუნანდერი);[19]

ისტორიულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინიმუმ ერთმა აკადემიკოსმა (ჩარლზ ტილი) სცადა დაემტკიცებინა, რომ „არსებობს ურთიერთდამოკიდებულება სამხედრო ისტორიულ პროცესებსა და სახელმწიფო დანაწილებასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის“. ბანდიტიზმი, მეკობრეობა, ყაჩაღობა, პოლიციის საქმიანობა და თბილი გაღვივება ეკუთვნის იმავე კონტინუმს“[20]

ჟან-პიერ ფილიუ (ღრმა სახელმწიფოდან ისლამურ სახელმწიფომდე) აღნიშნავს ეგვიპტის მამლუქებს და ლევანტს (1250-1517) შორის არსებულ მსგავსებას დღევანდელ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის. ორივე შემთხვევაში მათ თავიანთ თავს სახელმწიფოს მმართველების მოსამსახურედ თვლიან.[18]

ოსმალეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი თურქული საიდუმლო სამსახურები დასაბამს ოსმალეთის იმპერიიდან იღებენ.[21][22] მაგალითად, სულთან სელიმ III-მ (მეფობდა 1789-1807 წლებში), შექმნა საიდუმლო კომიტეტი, რომელიც არსებითად მისი პირადი არმია იყო და მას იცავდა, რადგან მას რამდენიმეჯერ თავს დაესხნენ რუსეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ, 1787-1792 წლების ომების შემდეგ. ამ საიდუმლო კომიტეტის შესახებ მისი მოადგილე, დიდი ვეზირიც კი არ იცოდა.[23]

კონსპირაციული კოალიციები განსაკუთრებით აქტიური გახდნენ ერთობისა და პროგრესის კომიტეტის (1889-1918 წწ.) დროს, როდესაც ისინი გეგმავდნენ სულთნის მოშორებას.[24] ერთი დამღუპველი გმირი, იაკუპ ჯემილი, სახელმწიფოს მიერ დასაქმებული, ესროლა ენვერ ფაშას, მას შემდეგ, რაც ის აღარ იყო საჭირო.[25] ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს საზოგადოებები ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ თურქეთში თურქიფიკაციის პროცესში გააქტიურდნენ. თურქიფიკაციის საიდუმლო პოლიტიკას სავარაუდოდ ფარული ჯგუფები ახორციელებდნენ, რათა არ მოხდეს მათი ვინაობის დადგენა.[26]

მუსტაფა ქემალ ათათურქი (1881-1938) გამოიყენა ასეთი საიდუმლო საზოგადოებები (მაგალითად ქარაქოლის საზოგადოება), რომელიც დღეს სპეციალურ (სამხედრო) ძალას წარმოადგენს, რომ შემდგომში რესპუბლიკური საქმე წინ წამოეწია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სავარაუდო ღრმა სახელმწიფო ამ საზოგადოების გაგრძელებაა.[1][27][28]

კონტრგერილა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღრმა სახელმწიფოს ორგანიზებული და ინსტიტუციონალიზებული ფორმა შეიქმნა აშშ-ის ხელმძღვანელობით, რათა წინააღმდეგობა გაუწია შესაძლო საბჭოთა შემოჭრას, რომელიც შეიქმნა ომის სპეციალური სამმართველოს (თურქ. Özel Harp Dairesi, ან ÖHD) ბაზაზე. ÖHD-ს, რომელსაც ზოგიერთები „თურქულ გლადიოს“ უწოდებდნენ,[29] ორგანიზაციის ყოფილმა ლიდერმა ქემალ იამაქმა აღწერა, როგორც წინააღმდეგობის ჯგუფი.[30]

გაზეთ „Milliyet“-ის ჯურნალისტან, დერია საზაქთან ინტერვიუს დროს, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა სულეიმან გენჩმა განაცხადა, რომ ÖHD-მ ისეთი გავლენა მოახდინა თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე ხელის შეშლაში, რომ ÖHD ღრმა სახელმწიფოდ მიიჩნია. 1978 წელს გენჩმა საპარლამენტო საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მოითხოვა, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი ამტკიცებდა, რომ იგი ამ საკითხზე ესაუბრა ÖHD-ის უფროსს ქემალ იამაკს, რომელმაც განაცხადა, რომ ÖHD არ ჩაერეოდა სამოქალაქო საქმეებში და პოლიტიკოსებს არ უნდა გაეგრძელებინათ გამოძიება. მოგვიანებით, 1979 წლის 5 იანვარს, გენჩის სახლი ანკარის ქარიაღის ქუჩაზე დაიბომბა.[29]

სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტიდან მურათ ბელგეს განცხადებით, თურქეთის მულტიპარტიულ პერიოდში, ღრმა სახელმწიფო უფრო აქტიური გახდა, რადგან სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა ფრაქციების წევრი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ.[31]

რუხი მგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქენდალ ნეზანი, პარიზის ქურთულ ინსტიტუტიდან ამბობს, რომ აბდულაჰ ჩათლი, რომელიც სუსურლუკის ავარიის შედეგად დაიღუპა და რუხი მგლების ლიდერი იყო, „ითვლება გლადიოს თურქული ფილიალის მიწისქვეშა ოპერაციების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 1976-1980 წლების სისხლიანი მოვლენების დროს, რომელიც 1980 წლის სექტემბრის სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. როგორც მემარჯვენე რუხი მგლების ორგანიზაციის აქტივისტი, იგი სხვა საქმეებშიც დაადანაშაულეს, როგორიცაა შვიდი მემარცხენე სტუდენტის მკვლელობაში“.[32] ასევე ჩათლი გამოჩნდა ეროვნული ავანგარდის დამფუძნებლის, სტეფანო დელე კიაიეს კომპანიაში, ლათინურ ამერიკაში მოგზაურობისას და 1982 წლის სექტემბერში მიამიში ვიზიტისას.

ჩათლის გარდა, თურქეთის სადაზვერვო სამსახურები იყნებდნენ სხვა ულტრანაციონალისტებს, მათ შორის მეჰმეთ ალი აღჩა (რომელიც პაპის მკვლელობა სცადა), ჰალუკ კირჯი, იბრაჰიმ ჩიფთჩი, ტუგაი მარაშლი, იაჰია ეფე, ორალ ჩელიქი, მეჰმეთ შენერი, ალაატინ ჩაქიჯი, ნურულაჰ თევფიკ აღანსოი, ალი იასაკი, აბუზერ უღურლუ და ბექირ ჩელენქი..[33] 1990-იან წლებში, ამ ადამიანებმა, რომლებიც უშიშროების ძალებთან კონტაქტებს ინარჩუნებდნენ, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უკანონო ქმედებებში (მათ შორის აზარტულში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში), რაც 1996 წლის სუსურლუკის სკანდალის დროს გამოიკვეთა.[33]

1990-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს, ÖHD-ის (ომის სპეციალური სამმართველო) მეთაურმა, გენერალმა ქემალ ილმაზმა განაცხადა, რომ ქურთულ-თურქული კონფლიქტის დროს, სპეციალური სამსახური კვლავ აქტიურად მოქმედებს.[34]

ფორმირებები, როგორიცაა „Doğu Çalışma Grubu“ (ქართ. აღმოსავლეთის სამუშაო ჯგუფი; 1993 წლის თურქეთის სავარაუდო სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები), „Batı Çalışma Grubu“ (ქართ. დასავლეთის სამუშაო ჯგუფი; 1997 წლის სამხედრო მემორანდუმის ავტორები) და TUSHAD-ი, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, აგრძელებენ საიდუმლო მოქმედებას არმიასა და მის ფარგლებს გარეთ. ეს ჯგუფები და ფორმირებები, ფართო მიზნად ისახავდნენ თურქეთის ისლამიზმისა და სეპარატიზმისგან (განსაკუთრებით ქურთული სეპარატიზმსგან) დაცვას, თუმცა, ასევე გამოიკვეთა მათი ულტრანაციონალისტურ და მაფიოზურ ჯგუფებთან (სუსურლუკის სკანდალი) კავშირი, აგრეთვე ქურთულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა კავშირი ქურთულ ჰიზბულაჰთან. ამ სხვადასხვა ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ კავშირი ერგენექონის ორგანიზაციასთან, რომელსაც გააჩნია მსგავსი დღის წესრიგი ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად 2003 წლის „უროს ოპერაცია“, რისი დეტალებიც გაურკვეველია.

2008 წელს, ათეულობით ადამიანი დაადანაშაულეს და დააკავეს ერგენექონის გამოძიების დროს, როდესაც მათ ბრალი წაუყენეს 2009 წლისთვის სგპ-ის ჩამოშორების მცდელობაში.[31]

თურქეთის ძალოვანი უწყების ყოფილი სპეცრაზმის ჯარისკაცი აიჰან ჩარქინი, რომელიც ღრმა სახელმწიფოსთვის მუშაობდა, ამთკიცებდა, რომ ბაშბაღლარის ხოცვა-ჟლეტის უკან ღრმა სახელმწიფო იდგა.[35]

არსებობის აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hürriyet, 26 ნოემბერი 1990.

პირველად, ვინც საჯაროდ განაცხადა გავლენიანი და საიდუმლო კოალიციის არსებობაზე, პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი გახდა, რომელმაც 1974 წელს გამოავლინა „კონტრგერილა“. მანამდე აშშ აფინანსებდა ომის სპეციალური სამმართველოს (თურქ. Özel Harp Dairesi, ან ÖHD), თურქეთში არსებული შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო მისიის (JUSMMAT) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ტრუმენის დოქტრინაზე დაფუძნებული ინიციატივა იყო. როდესაც დადგა ყოველწლიური საბიუჯეტო მოლაპარაკებების დრო, ÖHD-ის მეთაურმა, გენერალმა ქემალ იამაქმა სთხოვა გენერალ სემიჰ სანჯარს და შემდეგ გენერალური შტაბის უფროსს, რომ სთხოვონ ეჯევითს, სახელმწიფომ დააფინანსოს ორგანიზაცია 1 მილიონი დოლარით.[36] სწორედ ამ დროს ეჯევითმა შეიტყო მათი არსებობა და მოითხოვა ბრიფინგი.[37] ეჯევითის ცნობისმოყვარეობა და ორგანიზაციის გასაჯაროების მცდელობამ, 1977 წელს გამოიწვია იზმირის აეროპორტში მისი მკვლელობის მცდელობა.[38][39] თავის მემუარებში იამაქი აცხადებს, რომ ეჯევითის პარტიაში მოღვაწეობდნენ ÖHD-ის თანამშრომლები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში შეირჩნენ და გაიარეს გადამზადება გენერალური შტაბის უფროსთან.[30] როდესაც ეჯევითმა ჰკითხა იამაქს პარტიაში შეღწევადობის შესახებ, იამაქმა განუცხადა მას, რომ ნერვიულობის საბაბი არ არსებობს, რადგან „ბიჭები თავდაჯერებული და სპეციალურად განათლებულები იყვნენ...ამიტომ არ არიან პარლამენტის საუკეთესო წევრები? გარდა ამისა, რომელიმე მათგანი ჩართული იყო სკანდალში?“.[37]

ყოფილი პრეზიდენტი და გენერალი ქენან ევრენი, რომელიც 1980 წლის სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორია, თავის მემუარებში წერს, რომ 1980 წლის 5 მაისს შეხვდა პრემიერ-მინისტრ სულეიმან დემირელს, სადაც დემირელმა მას სთხოვა, რომ ÖHD-ის თანამშრომლები გამოიყენონ ტერორისტებთან ბრძოლაში, როგორც ჩანს ამით დემირელმა ევრენს 1972 წლის 30 მარტს, სოფელ ქიზილდერესთან მომხდარ ინციდენტზე მიანიშნა. ქენან ევრენმა უარი თქვა და განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს კონტრგერილილას შესახებ განახლდეს ჭორები.[30][40] ქენან ევრენმა მსგავსი შენიშვნები გააკეთა 1990 წლის 26 ნოემბერს გაზეთ Hürriyet-შიც.[41] იმავდროულად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თანსუ ჩილერმა ორივე მხარე — „ვინც მოკლა სახელმწიფოსთვის და ვინც დაიღუპა სახელმწიფოსთვის“, გმირებად გამოაცხადა.[42]

ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ღრმა სახელმწიფოს ფენომენი აღწერა, როგორც სამხედროების სინონიმი,[42][43] რომლებსაც შეუძლიათ ტურბულენტულ პერიოდში ლეგიტიმური სახელმწიფოს დაქვემდებარება.[44] ქენან ევრენმა თავად დაადასტურა ეჭვები, ჟურნალისტ იავუზ დონათისთვის მიცემულ ინტერვიუში.[45]

უახლესი ბრალდება არსებობაზე ამჟამინდელი პრეზიდენტისგან (განცხადების გაკეთების დროს პრემიერ-მინისტრი), რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან მოდის, რომელმაც 2007 წლის 26 იანვარს, თურქული სატელევიზიო არხის „Kanal 7“-ის სატელევიზიო შოუს „İskele Sancak“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მას სჯერა ღრმა სახელმწიფოს არსებობის:

ვიკიციტატა
„მე არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ღრმა სახელმწიფო არ არსებობს. ის არსებობს. იგი ყოველთვის არსებობდა და ეს არ დაწყებულა რესპუბლიკის დროდან; მისი არსებობა ოსმალეთის დროით თარიღდება. ეს უბრალოდ ტრადიციაა. მისი არსებობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, და თუ ეს შესაძლებელია, უნდა განადგურდეს.[42][46][47]

ზოგი, ერგენექონის წინააღმდეგ, ერდოღანის მმართველობის ქვეშ ჩატარებულ გამოძიებეს აფასებს, როგორც ღრმა სახელმწიფოსთან ბრძოლისკენ გადადგმულ ნაბიჯს.[48]

ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოყვანილია ის საიდუმლო ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ზოგჯერ ღრმა სახელმწიფოსთან ასოცირდებოდეს:

შემთხვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგმა ინციდენტებმა ღრმა სახელმწიფოს შესახებ დისკუსია წარმოშვა. ზოგიერთი მათგანი შეფასდა, როგორც კონტრგერილის ოპერაციის ნაწილი, რომელიც კომუნიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. ზოგიერთი მათგანია:

სუსურლუკის სკანდალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუსურლუკის სკანდალმა იფეთქა 1996 წლის 3 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელიც სუსურლუკთან ახლოს, ბალიქესირის პროვინციაში მოხდა. ამ ავარიის დროს, მანქანაში მყოფი სტამბოლის პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე ჰუსეინ ქოჯადაღი, რუხი მგლების (ნაციონალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია) ლიდერი აბდულაჰ ჩათლი და ქალი სახელად გონჯა უსი გარდაიცვალა, ხოლო დემოკრატიული პარტიის შანლიურფის დეპუტატი სედათ ბუჯაქი, რომელიც ასევე ქალაქ სივერექის სასოფლო თავდაცვითი გვარდიის ლიდერი იყო, დაშავდა. საინტერესოა, რომ ჩათლის ავარიის დროს, ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს, რომელიც „მეჰმეტ იოზბაის“ სახელზე იყო, იმ ფსევდონიმზე, რომელსაც მეჰმეთ ალი აღჩა იყენებდა იოანე პავლე II-ზე თავდასხმის დროს. ამ კოალიციამ გაამჟღავნა კავშირი უსაფრთხოების ძალებს, პოლიტიკოსებს და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის, რასაც მოჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის, მეჰმეთ აღარის (დემოკრატიული პარტია) გადადგომა.

ავარიის შედეგად შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, 1997 წლის აპრილში 350-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა რუხი მგლები გამოიყენეს და 1970-იან წლებში ზოგიერთმა სახელმწიფო ძალამ წარმოშვა მიზანმიმართული მემარცხენე/მემერჯვენე შეიარაღებული კონფლიქტები თურქეთის რესპუბლიკაში.[49]

ნურულაჰ თევფიკ აღანსოი, რომელიც ნაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერის, ალაატინ ჩაქიჯის კილერი იყო, განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ოზალის ოჯახი ჩართული იყო ჯივანგათის სკანდალში, რამაც გამოიწვია სიტყვიერი დაპირისპირება მასსა და ჩაქიჯის შორის. დაპირისპირება საბოლოოდ იმავე წელს, აღანსოის მკვლელობით დასრულდა, მაგრამ კილერის სიკვდილმა მხოლოდ უფრო მძაფრი კითხვის ნიშნები დატოვა. მკვლელობის დროს, ასევე დაიღუპნენ თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ორი სპეციალური დაცვის ოფიცერი, რომლებიც ინციდენტის დროს აღანსოითან ერთად იყვნენ. მათი იქ ყოფნა კი არ იყო განმარტებული.[50][50]

შემდინლის ინციდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 9 ნოემბერს, ჰაქიარის პროვინციის შემდინლის რაიონში დაბომბეს წიგნის მაღაზია, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სხვები დაშავდა. წიგნის მაღაზიის მფლობელი, თხუთმეტი წელი სასჯელს იხდიდა ქურთისტანის მუშათა პარტიისთვის (PKK) ლოჯისტიკური დახმარების გაწევის გამო. ეს ივლისის თვეში პროვინციაში მომხდარი მერვე დაბომბვა იყო.[51] ადგილობრივებმა დაიჭირეს თავდამსხმელები, რომლებიც აღმოჩნდა ორი არაოფიციალური სამხედრო ოფიცერი და PKK-ის ყოფილი ბოევიკები, რომლებიც თურქეთის ჟანდარმერიისთვის მუშაობდნენ. PKK-ის ყოფილმა ბოევიკებმა, წიგნის მაღაზიაში ორი ხელყუმბარა ისროლის. ინციდენტმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რისთვისაც აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში და შექმნა საზოგადოებრივი რეზონანსი. პასუხად, მთავრობამ დადო პირობა, რომ თავდასხმის პასუხისმგებელი ყველა პირი გამოვლინდება და დაისაჯება. სამ ეჭვმიტანილს მოგვიანებით წაუყენეს ბრალდება და სამოქალაქო სასამართლოში მათი პროცესი დაიწყო. თითოეულ მათგანს 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ინტერესი სასამართლო პროცესის მიმართ მოულოდნელად გაიზარდა, როდესაც პროკურორმა ფერჰათ სარიკაია, რომელმაც მოამზადა ძირითადი საბრალდებო დასკვნა, განაცხადა, რომ არსებობდა კავშირები მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებსა და ეჭვმიტანილებს შორის, რომლებიც იყვნენ ჟანდარმერიის სერჟანტები ალი ქაია, ოზჯან ილდენიზი და ვეისელ ათეში, ტერორისტული ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის ყოფილი წევრები. თუმცა მის მიერ წარმოებული გამოძიება შეწყდა. საბრალდებო დასკვნის საპასუხოდ[52], იუსტიციის სამინისტროს მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ პროკურორი ფერჰათ სარიკაია გაათავისუფლა თანამდებობიდან და აუკრძალეს მას იურისტად მუშაობა. 2007 წლის სექტემბერში, საქმე გადაეცა სამხედრო სასამართლოს, სამი ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს და დააბრუნეს თავიანთ თანამდებობაზე. სასამართლო პროცესის მაგალითმა აჩვენა, რომ ქვედა სასამართლო ინსტანციებს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოს პოლიტიკურად სუსტი ჯგუფების ინტერესების დაცვა, მაღალი სასამართლო ინსტანციების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად.[53] ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი თავდაპირველი დაპირებები და არ უზრუნველყო ქვედა სასამართლოების დაცვა, რა დროსაც ისინი მაღალი ინსტანციის სასამართლოებისა და სამხედროების უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ.

თავდასხმები ჯუმჰურიეთსა და სახელმწიფო საბჭოზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს სეკულარისტი მოსამართლე მოკლეს, ხოლო გაზეთ Cumhuriyet-ის სტამბოლის ოფისი ხელყუმბარით დაიბომბა. სასამართლოს წინაშე გამოსვლისას, ნაციონალისტური ორგანიზაცია „Ülkü Ocakları“-ის პრეზიდენტმა, ალპარსლან არსლანმა განაცხადა, რომ მან ჩაიდინა ორივე დანაშაული. არსლანმა დაამატა, რომ მომდევნო სამიზნეები იყვნენ ცნობილი ჟურნალისტი მეჰმეთ ალი ბირანდი და პოპულარული შოუმენი მეჰმეთ ალი ერბილი.[54]

არსლანი ამტკიცებდა, რომ თავდასხმა თვითონ დაგეგმა, თუმცა ამაში ეჭვი შეიტანეს 2007 წელს, როდესაც გამოვლინდა ბანდა, რომელიც სავარაუდოდ შეთქმულების მიხედვით, ისლამისტური მიმდინარეობის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დამხობას აპირებდა. ერთი წლის შემდეგ, პროკურორებმა 86 მაღალჩინოსან ეჭვმიტანილს და ალპარსლან არსლანს, რომელმაც განაცხადა, რომ ბანდაზე მუშაობდა, ბრალი წაუყენეს. ბრალდებები შეიცავს ისეთ მუხლებს, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას და შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის ფლობას, მათ შორის არის არსლანის თავდასხმებს. გაზეთის დაბომბვას ადრე ისლამური ფუნდამენტალისტების ნამუშევრად თვლიდნენ, მაგრამ ახლა აღწერენ, როგორც ერგენექონის კამპანიის პირველი ეტაპის ნაწილს, რომელიც მიმართულია არეულობის მოსაწყობად. ჯგუფის მოტივები ამჟამად გაურკვეველია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ისინი თურქეთის დასავლეთთან კავშირების გარღვევას ცდილობდნენ. რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი მათ „პრორუსულს“ უწოდებს.[55][56]

ჰრანტ დინკის მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 19 იანვარს, ჰრანტ დინკი, ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტი, თავისი გაზეთის „აგოსის“ ოფისის წინ მოკლეს. ახალგაზრდა მკვლელი ოგიუნ სამასტი მოგვიანებით სამსუნში, მკვლელობის იარაღთან ერთად დააკავეს. მისი დაპატიმრების შემდეგ, ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ის ორ პოლიციელთან ერთად, თურქეთის დროშით ხელში პოზიორობდა. ეჭვმიტანილთა შორის, რომლებიც დაეხმარნენ ოგიუნ სამასტს, იყო ერჰან თუნჯელი. 2007 წლის 7 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „ანკა“-ს ცნობით, თუნჯელს კავშირები ჰქონდა ნაციონალისტურ წრეებთან, ასევე მუშაობდა პოლიციელების ინფორმატორად და იყო ჟანდარმერიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი.[57]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Freely, Maureen (May 2007). „Why they killed Hrant Dink“. Index on Censorship. 36 (2): 15–29. doi:10.1080/03064220701334477. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2016-09-22. ციტატა: „The deep state is Turkish shorthand for a faceless clique inside the Turkish state that has, some claim, held the reins of real power throughout the republic's 84-year history. There are some who see it on a continuum with the shady networks that 'took care of business' (including, some believe, the Armenian business) in the last years of the Ottoman Empire. The deep state is held to be based in the army, but closely linked with the National Intelligence Service (MIT), the judiciary, and (since the 1960s) the mafia.“
  2. Jones, Gareth (2005-11-20). „Bombing throws spotlight on Turkey“. Turkish Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 2006-12-21. ციტატა: „The 'deep state' consists of elements from the military, security and judicial establishments who, if need be, are ready to block or even oust a government that does not share their vision.“
  3. Gorvett, Jon (November 2006). „Bombing Campaign a Response to Ankara’s Kurdish Policies, or 'Deep State' Plot?“. Washington Report on Middle East Affairs. American Educational Trust: 44–45. ციტირების თარიღი: 2006-12-21. ციტატა: „Yet speculation is rife as to who might really be behind the group.“
  4. Yavuz, Ercan (2008-01-11). „‘Deep state’ suspects’ release arouses deep suspicions“. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-15. ციტატა: „The police found that Selvi's gang exacted protection money...“
  5. Türköne, Mümtaz'er (2005-04-29). „Derin devlet ve Kuvva-yı Milliye“. Zaman (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2008-12-22. ციტატა: „Bu korkunun arkasında ise Osmanlı Devleti'nin dağılması var. Cumhuriyeti kuranlar ordu mensupları ve Demirel onlarda bu korkunun hakim olduğunu söylüyor. Bu korkuya "hufre-i inkıraz" (uçurumun kenarına gelme korkusu) veya "pençe-i izmihlal" (çöküşün pençesinde olma) deniyormuş. Osmanlı Devleti'nin çöküş hikayesinden hafızalara kazınan bu korku devletteki işlerin önemli faktörlerinden biri. Demirel, adeta bir paranoya halini anlatıyor.“
  6. Dogan, Yonca Poyraz (2008-03-10). „PKK won't die off as long as deep state is alive“. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-21. ციტირების თარიღი: 2008-09-15. დაიგნორებულია |section= (დახმარება)
  7. Pamir, Balcicek (2005-04-11). „Durup dururken 'derin devlet'. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2008-10-15. ციტატა: „Derin devlet konuşuluyor bugünlerde. Derin devlet yeryüzünde yüzü resmen belli olmayan devlettir. Sayın Demirel, sıkıntı yaşadığı dönemleri sadece derin devlet olarak anlatıyor. Diyor ki 'Derin devlet, devlette zaaf olursa ortaya çıkar.' Buna katılıyorum. Ama bugün öylesine bir zaaf yoktur. Tabii ki sıkıntıları var günümüzdeki hükümetin ama ne iç ne de dış sıkıntılar derin devlet gerektirecek sıkıntılar değildir. Yine de durup dururken derin devleti konuşuyoruz. Herkesin kendisine göre bir derin devlet tanımlaması vardır. Ben derin devlet olayını o olay açıktan devam ederken yaşadım. Derin devlet kontrgerilladır. Ben o zaman da uyarılarda bulundum, cumhurbaşkanı'na kadar durumu ilettim.“
  8. Beki, Mehmet Akif (1997-01-17). „Whose gang is this?“. Turkish Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-21. ციტირების თარიღი: 2008-11-07.
  9. Jenkins, Gareth (2008-10-03). „The Impact of the Ergenekon Investigation on Turkish Counterterrorism Operations“. Terrorism Monitor. Jamestown Foundation. 6 (19). ციტირების თარიღი: 2008-11-14. ციტატა: „Although some elements were in contact with each other, the deep state was always more of an umbrella of judicial immunity for disparate - and often virtually autonomous - groups and individuals pursuing a common goal rather than a single tightly structured and centrally controlled organization.“
  10. Söylemez, Haşim (2008-12-03). „Ergenekon dünkü çocuk, Öcalan derin devletin adamıdır“. Aksiyon (Turkish). 726. ციტირების თარიღი: 2008-12-03. ციტატა: „Derin devletin kendi içinde de çelişkileri vardır. Ergenekon derin devletin bir parçası ama bugün yargılanıyor. Çünkü derin devlet kendisinden olan bir kesimi dışlamak, atmak istiyor. Bunun için deşifre ediyor.“
  11. Söyler, Mehtap, "Informal institutions, forms of state and democracy: the Turkish deep state", Democratization, Volume 20, Issue 2, 2013, 310–334.
  12. „Turkey determined to purge its Gladio“. Today's Zaman. 2008-01-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-15.
  13. Turgut, Pelin (2008-01-28). „Turkey Busts Alleged Murder Network“. TIME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-31. ციტირების თარიღი: 2008-08-12. ციტატა: „Most Turks have long suspected the existence of a covert web of elements within the security forces and bureaucracy who act outside the law to uphold their own political ends. There is even a household name for it: the 'deep state,' referring to a state within the state.“
  14. Finkel, Andrew (2007-02-22). „Think tank declares war on ‘deep state’“. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-29. ციტირების თარიღი: 2008-08-30. ციტატა: „...the 1996 Susurluk affair. It was this incident which led many ordinary Turks to suspect there was a deep state which operated according to its own set of interests and which was impervious to governmental control.“
  15. 15.0 15.1 What is the Deep State? | On Religion – The UK's first magazine about faith, religion and society. onreligion.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2014-09-14.
  16. Lofgren, Mike. (February 21, 2014) Essay: Anatomy of the Deep State. Doctoroff Media Group. ციტირების თარიღი: August 10, 2015.
  17. Filkins, Dexter (12 MARCH 2012). „Letter from Turkey. THE DEEP STATE“. New Yorker. ციტირების თარიღი: 7 August 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. 18.0 18.1 Roberts, Hugh (16 July 2015). „The Hijackers [book review]“. London Review of Books. 37 (14). ციტირების თარიღი: 7 August 2016.
  19. Tunander, Ola (2009) „2 Democratic State vs. Deep State: Approaching the Dual“, Government of the Shadows: Parapolitics and Criminal Sovereignty,. Pluto Press, გვ. 56-72. 
  20. Green; Penny; Ward Tony. "Organised Crime and the ‘Deep State’." (2004) „6. Organised Crime and the ‘Deep State’“, State Crime: Governments, Violence and Corruption.. Pluto, გვ. 86–104. 
  21. Özbek, Öner (2008-10-13). „Tarihimizden bir derin çete tetikçisi: Kabakçı Mustafa“. Taraf (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  22. Tayyar, Şamil (2008-11-06). „‘1’ numara kim?“. Star Gazete (Turkish). ციტირების თარიღი: 2008-11-06. ციტატა: „Devlet içindeki yasa dışı oluşumlar, cumhuriyet tarihinden bile eskidir. Osmanlı’dan devraldığımız bu virüs, cumhuriyeti de kemirmektedir.“
  23. Bovenkerk, Frank (2004). „The Turkish Mafia and the State“, რედ. Cyrille Fijnaut, Letizia Paoli: Organized Crime in Europe: Concepts, Patterns and Control Policies in the European Union and Beyond. Springer. DOI:10.1007/978-1-4020-2765-9. ISBN 1-4020-2615-3. 
  24. Kilic, Ali Aslan (2008-07-30). „Ergenekon-type organizations benefited from atmosphere of clashes“. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 17, 2008. ციტირების თარიღი: 2008-10-08. ციტატა: „Birdal, who notes that Ergenekon has appeared under various names throughout recent Turkish history, asserts that movements that have opposed the general will of the people of Turkey stretch all the way back to the Committee of Union and Progress (İttihat ve Terakki) period before the founding of the republic.“
  25. Özbek, Öner (2008-09-11). „Yakup Cemil: Devlet içinde devlet olan adam“. Taraf (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2008-09-22.
  26. Skinner, Anthony (2008-05-01). „Turkey's darkest shadow“. The Middle East. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-03. ციტირების თარიღი: 2009-01-01. (original)
  27. Uğur, Fatih (2008-07-21). „Ulusalcılık ve Ergenekon, İttihatçılıktır“. Aksiyon (Turkish). Feza Gazetecilik A.Ş. 711. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-30. ციტირების თარიღი: 2008-10-08.
  28. Uğur, Fatih (2008-07-21). „Ay ışığında İttihat gölgesi“. Aksiyon (Turkish). Feza Gazetecilik A.Ş. 711. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-30. ციტირების თარიღი: 2008-10-08.
  29. 29.0 29.1 Sazak, Derya (2006-01-09). 'Özel Harp', TSK'nın otoritesini de sarstı“. Milliyet (Turkish). ციტირების თარიღი: 2008-09-20. დაიგნორებულია |section= (დახმარება)
  30. 30.0 30.1 30.2 Mercan, Faruk (2006-01-09). „İlk Özel Harpçi Orgeneral“. Aksiyon (Turkish). 579. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 8, 2007. ციტირების თარიღი: 2008-09-21. ციტატა: „Ecevit'in sözünü ettiği suikast girişimi 1977 seçimleri öncesinde İzmir'de havaalanında meydana geldi. Ecevit, Çiğli Havaalanı'nda uçaktan inince, İzmir Emniyeti'nde görevli bir polis memurunun silahından çıkan kurşun yanındaki Ahmet İsvan'ın dizine isabet etti. Polis memuru kaza sonucunda yaralamaya sebebiyet suçundan üç ay hapis yattıktan sonra görevine iade edildi, ama iddialara göre mermi bir suikast mermisiydi ve silah Özel Harp Dairesi'ne kayıtlıydı.“
  31. 31.0 31.1 Duzel, Nese (2008-01-28). „2009’da kıyamet gibi kan akacaktı“. Taraf (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-13. ციტირების თარიღი: 2008-08-14. ციტატა: „Derin devlet faaliyetleri yani resmî devlete hâkim olma ihtiyacı, 1950’lerde Türkiye tekillikten çoğulluğa geçtiği zaman başladı.“
  32. ნეზანი, ქენდალ (1998-07-05). „Turkey's pivotal role in the international drug trade“. Le Monde Diplomatique.
  33. 33.0 33.1 İnsel, Ahmet. "Rutininde İç Düşman Olan Devlet," Birikim, March 2000, Vol. 131, quoted pp.56-58 of the 1998 Report from the Human Rights Foundation of Turkey
  34. ლუსი კომისარი, Turkey's terrorists: a CIA legacy lives on დაარქივებული 2009-08-26 საიტზე Wayback Machine. , The Progressive, April 1997
  35. Basbaglar katliami, Bilan kazasi olayi, Jave köyleri…Ayni ekip yapti bunlari. Basbaglar katliami kesinlikle Ergenekon zihniyeti ürünüdür, [1]
  36. Dündar, Can (2006-01-05). „Kontrgerilla kontratakta...“. Milliyet (Turkish). ციტირების თარიღი: 2008-07-01.
  37. 37.0 37.1 Dündar, Can (2006-01-08). 'Özel Harp'çinin tırmanış öyküsü“. Milliyet (Turkish). ციტირების თარიღი: 2008-09-21. ციტატა: „Özel harpçi olarak eğitilenler daha genç yaşlarda bölgesinde güvenilir, saygın, sözü geçen, (...) önder niteliklere sahip oldukları için seçilmişlerdi. Milletvekili oluşları da bu seçimin doğruluğunu göstermiyor mu?... Birçok olay olmuş, bu teşkilatın tek bir üyesi bu olaylara karışmış mı?“
  38. Mercan, Faruk (2006-01-09). „İlk Özel Harpçi Orgeneral“. Aksiyon (Turkish). 579. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 8, 2007. ციტირების თარიღი: 2008-09-21. ციტატა: „Ecevit'in sözünü ettiği suikast girişimi 1977 seçimleri öncesinde İzmir'de havaalanında meydana geldi. Ecevit, Çiğli Havaalanı'nda uçaktan inince, İzmir Emniyeti'nde görevli bir polis memurunun silahından çıkan kurşun yanındaki Ahmet İsvan'ın dizine isabet etti. Polis memuru kaza sonucunda yaralamaya sebebiyet suçundan üç ay hapis yattıktan sonra görevine iade edildi, ama iddialara göre mermi bir suikast mermisiydi ve silah Özel Harp Dairesi'ne kayıtlıydı.“
  39. „111. Birleşim“. Tutanak (Turkish). თურქეთის პარლამენტი. 20 (56). 1998-06-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-14. ციტირების თარიღი: 2008-09-21. ციტატა: „Ben, böyle bir örgütün varlığını ilk açıklamış bir politikacıyım ve bunun bedeli olarak da, ben ve eşim birkaç suikast girişimiyle karşılaşmıştık; ama, onları göze aldık, almak gerekiyordu. Bugün, bu soruna daha rahatlıkla çözüm getirilebilir; yeter ki, siyasî iradeyi elimizde bulunduralım ve o iradeyi gösterelim.“
  40. Kenan Evren'in Anıları. Istanbul 1990, p. 431: "Başbakan Süleyman Demirel, Özel Harp Dairesi'ndeki personeli teröristlerle mücadelede kullanmamızı ve onlarla çete savaşı yaparak öldürmemizi, vaktiyle de bu teşkilatın böyle kullanılmış olduğunu söyledi. 1971 sıkıyönetim dönemindeki Kızıldere olayında kullanılan personeli kastediyordu. Bu hal tarzına şiddetle karşı çıktım. Genelkurmay Başkanı olduktan sonra bu daireyi esas görevine yönelttiğimi tekrar kontrgerilla söylentileri istemediğimi söyledim."
  41. Polat, Fatih (2006-01-18). „Özel Harp ve karanlık olaylar“. Evrensel (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-05. ციტირების თარიღი: 2008-07-02. ციტატა: „Evren, 'Ben izin vermedim ama haberim olmadan belki bazı olaylarda kullanılmıştır' dedi. Bu başlık, Türkiye'nin en çok tirajlı gazetesi Hürriyet'in 26 Kasım 1990 tarihli sayısının manşeti.“
  42. 42.0 42.1 42.2 Yusuf Kanlı (2007-01-29). „The Turkish deep state“. Turkish Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-13. ციტირების თარიღი: 2007-01-29. ციტატა: „The deep state is the state itself. It is the military.“
  43. Nur Batur; Murat Yetkin; Fikret Bila (2005-04-18). „Demirel: Derin devlet askerdir“. Radikal (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 2008-10-11. ციტატა: „Derin devlet, devletin kendisidir. Askerdir, derin devlet. Cumhuriyet'i kuran askerler, devletin yıkılmasından daima korku duyar. Halk bazen sağlanan hakları suiistimal eder, yürüyüş hakkı verildiğinde gidip cam çerçeveyi indirerek, polisle çatışır. Derin devlete ülkenin muhtaç olması, ülkenin yönetilememesinden kaynaklanır.
    Derin devlet şu anda devrede değil. Derin devlet, kanaatlerine göre, devleti yıkılma sınırına getirmediğiniz sürece hareket halinde değildir. Onlar ayrı bir devlet değil, ama devlete el koydukları zaman derin devlet olurlar.“
    დაიგნორებულია |section= (დახმარება)
  44. „Süleyman Demirel: İki devlet var“. NTV-MSNBC (Turkish). 2005-11-16. ციტირების თარიღი: 2008-08-14. ციტატა: „Ufak bir zorlukla karşılaşınca sivil devlet devreden çıkıyor, derin devlet devreye giriyor...Devletin tekliği esastır, iki devlet olmaz. Bizim ülkemizde iki devlet var. Bir derin devlet var, bir devlet var. Asıl olması gereken devlet yedek, yedek olması gereken devlet asıldır.“
  45. Donat, Yavuz (2005-04-04). „Kenan Evren: Derin devlet... Evet... Var... Bir realite...“. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2008-08-14. ციტატა: „Sayın Demirel çok doğru söylüyor... Derin devlet bir realite... Devletin, devlet hakimiyetini kuramadığını gördü... Yönetimin zaaf sergilediği yerde derin devletin kendiliğinden devreye girmiş olduğunu anladı.“
  46. Barlas, Mehmet (2007-01-29). „Osmanlı'da oyun bitmez – Derin Devlet“. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2007-01-29. ციტატა: „Derin devletin varlığına katılmıyorum diye bir şey yok, katılmıyorum olur mu, neden olmasın. O her zaman olmuş. Türkiye Cumhuriyeti döneminde başlamış bir şey de değil. Ta Osmanlı'dan. Bu gelenekten gelen bir şey zaten. Ama bunu minimize etmek, mümkünse yok etmek, bunu başarmak gerek.“
  47. How deep is the deep state?, soL.
  48. Altintas, E Baris (2008-08-20). „Intellectuals call for deepening of Ergenekon investigation“. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-16. ციტირების თარიღი: 2008-08-15.
  49. Human Rights Foundation (თურქეთი) (HRFT): Annual Report 1997, ISBN 975-7217-22-0, in the Turkish version the quote is on p. 7
  50. 50.0 50.1 Hakan Aslaneli; Zafer F. Yoruk (1996-11-06). 'Traffic Monster' reveals state-mafia relations“. Turkish Daily News. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 2008-12-11.
  51. Gunes Murat Tezcur, "Judicial Activism in Perilous Times," Law & Society Review 43(2) (June 2009): 302-336.
  52. Şemdinli indictment: PDF დაარქივებული 2015-12-20 საიტზე Wayback Machine. , DOC დაარქივებული 2006-11-25 საიტზე Wayback Machine. (თურქული)
  53. Tezcur, "Judicial Activism in Perilous Times," Law & Society Review, p. 329.
  54. „Arslan: Hedefte Birand ve Erbil de vardı“. Hürriyet (Turkish). ანადოლუს სააგენტო. 2006-08-11. ციტირების თარიღი: 2008-10-25.
  55. Турция вскрыла пророссийское подполье. Kommersant (Russian). 191: 9. 2008-10-21. ციტირების თარიღი: 2008-11-07.
  56. Junta’s Cage Operation Action Plan against non-Muslims uncovered
  57. AO/EU (2007-02-12). „Suspicious Robbery at ANKA News Agency Bureau“. bianet. ციტირების თარიღი: 2008-07-07.