ღრინჭოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ღრინჭოლა
Anthriscus nemorosa kz02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ჭყიმი
სახეობა:  ღრინჭოლა
ლათინური სახელი
Anthriscus nemorosa (M.Bieb.) Spreng., 1813

ღრინჭოლა[1] ან ჭყიმი[2] (ლათ. Anthriscus nemorosa) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 100–150 სმ-ია, წახაგოვანღარებიანი, მუხლების ქვეშ ოდნავ გამსხვილებული, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ორჯერ სამმაგფრთისებურადაა განკვეთილი, ფორმით კვერცხისებური ან მოგრძოა, კიდეები დაკბილული აქვს. ქოლგები 8–15 სხივიანია. საბურველის ფოთოლაკები არა აქვს. გვირგვინის ფურცლები თეთრია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე — ტყისპირა ადგილებში, მდელოებსა და მაღალ ბალახეულობაში.[3]

თუშურად ეწოდება ლიმი, ჭიმი; მთიულურად და მოხევურადმაყრანწალა, დიყინჭორა; ფშავურადმაყალურწა; ზემორაჭულადმაწარა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bussmann, Rainer W.; Batsatsashvili, Ketevan; Kikvidze, Zaal; Paniagua-Zambrana, Narel Y.; Khutsishvili, Manana; Maisaia, Inesa; Sikharulidze, Shalva; Tchelidze, David (2020). „Sonchus asper (L.) Hill Solanum oleraceus L. Asteraceae“. Ethnobotany of the Mountain Regions of Far Eastern Europe: 897–903. doi:10.1007/978-3-030-28940-9_129.
  2. 2.0 2.1 მაყაშვილი ა., ჭყიმი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 38.