ღორიხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღორიხვასებრნი)
Jump to navigation Jump to search
ღორიხვა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ღორიხვასნაირნი
ოჯახი: ღორიხვასებრნი
(Gaviidae Coues, 1903)
გვარი: ღორიხვა
ლათინური სახელი
Gavia (Forster, 1788)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 174468
NCBI 37038
EOL 20444
FW 39709

ღორიხვა (ლათ. Gavia) — ფრინველთა გვარი ღორიხვასებრთა ოჯახისა. აერთიანებს ხუთ სახეობას: წითელყელა ღორიხვა (ლათ. Gavia stellata), შავყელა ღორიხვა (ლათ. Gavia arctica), პოლარული ღორიხვა (ლათ. Gavia immer), შავნისკარტა ღორიხვა (ლათ. Gavia immer) და თეთრნისკარტა ღორიხვა (ლათ. Gavia adamsii). ზომებით ბატისა და იხვის ტოლაა; მათი სხეულის სიგრძეა 53–91 სმ, ფრთის შლილი 106–152 სმ, ხოლო მასა 1–6,4 კგ. მათთვის დამახასიათებელია ფეხების ძალზე უკან განლაგება, თითქმის კუდთან. ზურგი შავი-მურა აქვთ, მუცელი — თეთრი, ხოლო თავი — მომწვანო, გააჩნია თეთრი კოპლებიც. გავრცელებულნი არიან ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრისა და ტყის ზონებში. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება წითელყელა და შავყელა ღორიხვა. დებენ 1, 2 ან 3 კვერცხს. ინკუბაცია 24-29 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან ძირითადად თევზით, აგრეთვე მოლუსკებით, ჭიაყელებით, კიბოსნაირებითა და მწერებით. ცოცხლობენ 20 წელზე მეტს. იყენებენ მათ ბუმბულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 597, თბ., 1986 წელი.
  • Гагары // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Козлова Е. В., Гагарообразные, трубконосые, в кн.: Фауна СССР, т. 1, в. 3, М. — Л., 1947.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельныхтерриторий М.: Академкнига, 2003, 808 с.