ღორის შიფრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღორის შიფრი იყენებს გრაფიკულ სიმბოლოებს, რომლებიც მინიჭებულია ზემოთ მოყვანილი დიაგრამის მსგავსი გასაღების მიხედვით.[1]

ღორის შიფრი (ინგლ. pigpen cipher, ალტერნატიულად მოიხსენიება, როგორც მასონური შიფრი, ფრიმასონის შიფრი, ნაპოლეონის შიფრი და ტიკ-ტაკ-ტოს შიფრი)[2][3] — გეომეტრიული, მარტივად ჩანაცვლებადი შიფრი, რომელიც ცვლის ასოებს სიმბოლოებით, რომლებიც არის ბადის ფრაგმენტები. მაგალითი გვიჩვენებს ასოების მინიჭების ერთ-ერთ გზას.

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმბოლოების ასოების ნაცლად გამოყენება არ წარმოადგენს დაბრკოლებას კრიპტოანალიზისთვის და ეს სისტემა სხვა მარტივი მონოანბანური ჩანაცვლების სქემების იდენტურია. შიფრის სიმარტივიდან გამომდინარე ის ხშირად შედის საბავშვო წიგნებში, შიფრებისა და საიდუმლო წერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღორის შიფრი მიჩნეულია უძველეს შიფრად[5][6] და ნათქვამია, რომ წარმოიშვა ებრაული რაბინებიდან.[7][8] ტომპსონი წერს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ვარაუდობს, რომ ტამპლიერები ქრისტიანული ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იყენებდნენ ღორის შიფრს.[9][10]

Parrangen & Parrangan წერენ რომ ის გამოიყენა ინდივიდმა, რომელიც შესაძლოა მასონი ყოფილიყო „მე-16 საუკუნეში მისი პირადი ნაწერების გადასარჩენად.”[11]

1531 წელს კორნელიუს აგრიპამ აღწერა როზენკროიცერული შიფრის ადრეული ფორმა, რომელიც მან მიაწერა არსებულ, ებრაულ კაბალისტურ ტრადიციას. ესაა სისტემა,[12] რომელსაც მოგვიანებით ავტორებმა უწოდეს „მაღაროს კამერების კაბალა“.[13]

ამ შიფრის ვარიაციები გამოიყენებოდა როზენკროიცერული ძმობისა [14] და მასონების მიერ, მაგრამ მასონები ისე ხშირად იყენებდნენ ღორის შიფრს, რომ მას ხშირად მასონების შიფრსაც კი უწოდებდნენ. ჰისინი ამტკიცებს, რომ ეს შიფრი გამოიგონეს მასონებმა.[15] მათ მისი გამოყენება დაიწყეს მე-18 საუკუნის დასაწყისში, რათა შეენარჩუნებინათ თავიანთი ჩანაწერები ისტორიისათვის და ასევე კავშირის შესანარჩუნებლად ლოჟის ლიდერებს შორის.[3][16][17] შემორჩენილია მასონების საფლავის ქვები, რომლებზეც გამოყენებულია სისტემა გრავიურისათვის. ყველაზე ძველი მასონის საფლავი, რომელიც გახსნეს 1697 წელს, შეიცავს ღორის შიფრს, რომელიც ასე იშიფრება - „გახსოვდეს სიკვდილი“("remember death").

ჯორჯ ვაშინგტონის არმიას ჰქონდა დოკუმენტაცია ამ სისტემის შესახებ, ანბანის რანდომიზირებულ ფორმასთან ერთად. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს სისტემას იყენებდნენ პატიმრები ამერიკის კონფედერაციულ ციხეებში.[14]

მაგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ ნაჩვენებია ღორის შიფრით დაწერილი ტექსტის გაშიფრული ვერსია. ის ასე ინმარტება - "Mark's the spot"- „მარკი სამიზნეა“

An example pigpen message

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სისტემის ძირითადი ელემენტებია ბადე და წერტილები, ზოგიერთი სისტემა იყენებს X-ებს, მაგრამ მათი გადაკეთება შესაძლებელია. ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული მეთოდი აწესრიგებს სიმბოლოებს, როგორც ეს ნაჩვენებია ზემოთ გამოსახულების ბადეში. სხვა ხშირად გამოყენებული სისტემა იყენებს სიმბოლოებს ბადის სახით. პირველი ბადის ასოებს არ აქვთ წერტილი, მეორის ასოებს აქვთ თითო-თითო წერტილი, ხოლო მესამეს ასოებს აქვთ ორ-ორი წერტილი, ამ უკანასკნელის კიდევ ერთი ვარიაციაა ნიუარკის შიფრი, რომელიც წერტილების ნაცვლად იყენებს ერთიდან სამამდე მოკლე ხაზს.[18]

არსებობს სხვა სისტემაც, რომელსაც იყენებდნენ მე-17 საუკუნეში როზენკრეისელები, იყენებდნენ ცხრაუჯრიან ერთ ბადეს და ერთიდან სამამდე წერტილს უჯრედში, ასე რომ ანბანის პირველი სამი ასო იქნებოდა ზედა მარცხენა ნაწილში, რასაც მოჰყვებოდა DEF და GHI პორველ ხაზზე, შემდეგ JKL, ,MNO, PQR მეორე ხაზზე და STU, VWX ,YZ მესამეზე.[2][14] როდესაც დაშიფრული კოდის წაკითხვა გვინდა, უნდა გავითვალისწინოთ რომ წერტილები ნებისმიერ უჯრაში მიგვანიშნებს თუ რას ნიშნავს სიმბოლო.[1][14] მეტად რთული სისტემები იყენებენ არასტანდარტულ ანბანის ფორმას, როგორიცაა მისი პირიქით დაწერა ბადეში[4] ან სრულიად რანდომიზირებული ასოების თანმიმდევრობით.

ტემპლარის შიფრი— შიფრი რომელიც გამოიყენებოდა ტამპლიერების მიერ და იყენებს მალტეზის ვარიანტს. Maltese Cross[19] არის სავარაუდოდ შიფრი, რომელსაც იყენებდნენ მე-18 საუკუნის ნეოტამპლარები (თავისუფალი მასონები) და არარელიგიური ტამპლიერ რაინდთა ორდენი მე-17-მე-18 საუკუნეებში ჯვაროსნული ლაშქრობების დროს.[20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wrixon, pp. 182–183
  2. 2.0 2.1 Barker, p. 40
  3. 3.0 3.1 Wrixon, p. 27
  4. 4.0 4.1 Gardner
  5. Bauer, Friedrich L. "Encryption Steps: Simple Substitution." Decrypted Secrets: Methods and Maxims of Cryptology (2007): 43.
  6. Newby, Peter. "Maggie Had A Little Pigpen." Word Ways 24.2 (1991): 13.
  7. Blavatsky, Helena Petrovna. The Theosophical Glossary. Theosophical Publishing Society, 1892, pg 230
  8. Mathers, SL MacGregor. The Kabbalah Unveiled. Routledge, 2017, pg 10
  9. Thompson, Dave. "Elliptic Curve Cryptography." (2016)
  10. MacNulty, W. K. (2006). Freemasonry: symbols, secrets, significance. London: Thames & Hudson, pg 269
  11. Parrangan, Dwijayanto G., and Theofilus Parrangan. "New Simple Algorithm for Detecting the Meaning of Pigpen Chiper Boy Scout (“Pramuka”)." International Journal of Signal Processing, Image Processing and Pattern Recognition 6.5 (2013): 305-314.
  12. Agrippa, Henry Cornelius. "Three Books of Occult Philosophy, or of." JF (London, Gregory Moule, 1650) (1997): 14-15.
  13. Agrippa, Cornelius. "Three Books of Occult Philosophy", http://www.esotericarchives.com/agrippa/agripp3c.htm#chap30
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Pratt, pp. 142–143
  15. Hynson, Colin. "Codes and ciphers." 5 to 7 Educator 2006.14 (2006): v-vi.
  16. Kahn, 1967, p.~772
  17. Newton, 1998, p. 113
  18. Glossary of Cryptography
  19. McKeown, Trevor W.. Purported Templars cipher. ციტირების თარიღი: 2016-11-07
  20. Guénon, René (2004). Studies in Freemasonry and the Compagnonnage. Sophia Perennis, გვ. 237. ISBN 978 0900588518. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: