ღორის გრიპის პანდემია (2009)
იერსახე
ღორის გრიპის ეპიდემია 2009 დაიწყო მექსიკის სამ რეგიონში ერთდროულად, სეზონური გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენით, რომელიც სწრაფად გავრცელდა ადამინთა შორის. 24 აპრილს დადასტურდა, რომ ახალი მწვავე ვირუსული ინფექციის გამომწვევია გრიპის A ტიპის H1N1 შტამი[1]. ღორის გრიპის ინფექციის პირველი ლოკალური აფეთქება გამოვლინდა მარტის თვეში[2]. მალე დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა მექსიკის მრავალ რეგიონში და აშშ-ში. 28 აპრილისათვის ვირუსული ინფექციის შემთხვევები აღიწერა ესპანეთში, დიდი ბრიტანეთში, ახალ ზელნდიაში და ისრაელში და სავარაუდოდ ინფიცირებულთა რიცხვმა 4000-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდგომარეობა შეაფასა, როგორც პანდემის „მე-5 ფაზა“[3][4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ WHO changes swine flu name to 'H1N1 influenza', 257 confirmed cases დაარქივებული 2009-05-03 საიტზე Wayback Machine. HT Media Limited
- ↑ Biosurveillance Swine Flu in Mexico- Timeline of Events.
- ↑ World Health Organization Swine influenza
- ↑ World Health Organization Current WHO phase of pandemic alert