ღმერთთა საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიუხედავად იმისა, რომ გაბში არსებული ამ სამსხვერპლოს (ძვ. წ I საუკუნე) დანიშნულება უცნობია, მასზე გამოსახული 12 ღმერთი შეესაბამება Dii Complices-ს.

ღმერთთა საბჭო (ლათ. Dii Consentes, ასევე Dii complices[1]) — ძველი რომის პანთეონში არსებული მითოლოგიური საბჭო. მის შემადგენლობაში შედიოდა თორმეტი მთავარი ღმერთი. მათი მოოქროვილი ქანდაკებები განლაგებული იყო ფორუმში, მოგვიანებით კი Deorum Consentium-ის პორტიკში.[2]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღმერთები ჩამოთვლილი იქნა პოეტ კვინტუს ენიუსის მიერ ძვ. წ. III საუკუნეში :

ტიტუს ლივიუსი (XXII.10.9) მათ ექვს წყვილად ჰყოფს: იუპიტერი და იუნონა, ნეპტუნი და მინერვა, მარსი და ვენერა, აპოლონი და დიანა, ვულკანუსი და ვესტა, მერკური და ცერერა. ღმერთთა საბჭოს სამი წევრი შედიოდა კაპიტოლიუმის სამეულის შემადგენლობაში, კონკრეტულად: იუპიტერი, იუნონა და მინერვა.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ V საუკუნეში არსებული უამრავი მტკიცებულება მიუთეთებს ოლიმპიასა და იერონში (ბოსფორზე) არსებულ 12 ოლიმპიელის კულტზე.[3] 12 ოლიმპიელის ბერძნული კულტის კვალი ძვ. წ VI საუკუნის ათენამდე მიდის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ცნობილი იყო მიკენის პერიოდში. ათენში 12 ოლიმპიელის სამსხვერპლოს მშენებლობას არქონტ პისისტრატოსს მიაწერენ (ძვ. წ 522–521 წწ).

12 ღმერთისაგან შემდგარი ჯგუფი მოხსენიებულია უფრო ადრეულ წყაროებშიც, ვიდრე ბერძნული და რომაული. ბერძნულ ჯგუფს ანატოლიური, უფრო სწორად კი, ლიკიური ფესვები შეიძლება ჰქონდეს. 12 ხეთური ღმერთის ჯგუფი ცნობილია როგორც ლურსმული დამწერლობიდან, ასევე ხელოვნების ნიმუშებიდან. 12 ხეთური ღმერთი მამრობითი სქესისანი არიან და რაიმე ინდივიდუალური თავისებურება არ ახასიათებთ. მათ, შესაძლოა, გაგრძელება ნახეს ლიკიური ღმერთების ჯგუფში, რომელსაც რომის იმპერიის პერიოდში პატივს სცემდნენ. ძვ. წ. 400 წლისთვის ლიკიის ქალაქ ქსანფის ბაზარში არსებობდა 12 ღმერთისათვის მიძღვნილი ადგილი. ჰეროდოტე ასევე მოიხსენიებს 12 ღმერთის ეგვიპტურ კულტს, თუმცა ეგვიპტური წყაროები ამას არ ადასტურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Васильев А. К. Consentes dii // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1895. — Т. XVI (31) : Конкорд — Коялович. — С. 34.
  • Consentes dii // Реальный словарь классических древностей / авт.-сост. Ф. Любкер ; Под редакцией членов Общества классической филологии и педагогики Ф. Гельбке, Л. Георгиевского, Ф. Зелинского, В. Канского, М. Куторги и П. Никитина. — СПб., 1885. — С. 320.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არნობიუსი III.40
  2. Samuel Ball Platner, The Topography and Monuments of Ancient Rome (1904), pp. 173—174.
  3. Charlotte R. Long, The Twelve Gods of Greece and Rome, vol. 107 of Études préliminaires aux religions orientales dans l’Empire romain, (Brill Archive 1987), pp. 144—186.