ღირსი გერასიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღირსი გერასიმე
Γεράσιμος ὁ ἐν ᾿Ιορδάνῃ

ღირსი გერასიმე ლომთან ერთად
დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახ.
ლიკია (მცირე აზია)
გარდაიცვალა 475
წმინდა მიწა
ხსენების დღე ძველი სტილით 4 მარტი, ახალი სტილით 17 მარტი
ატრიბუტები ღირსი მამა
მოღვაწეობა Christian monk

ღირსი გერასიმე იორდანელი (ბერძ. Γεράσιμος ὁ ἐν ᾿Ιορδάνῃ) (გ. 475) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 17 მარტი [ძვ. სტ. 4 მარტი] (მართლმადიდებლური კალენდრით)[1], ხოლო 5 მარტი (კათოლიკური კალენდრით).

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით იორდანიის ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. იგი ბერად აღკვეცის შემდეგ თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, სადაც მძოვარ მამათა მსგავსად მარტო ბალახეულით და წყლით იკვებებოდა.

მონასტრის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა. მისი მონასტერი მისსავე სიცოცხლეში განსაკუთრებული ასკეტიზმითა და უბრალოებით გამოირჩეოდა.

ღირსმა მამამ თავისი მორჩილებითა და სიწმინდით იმხელა სიმაღლეს მიაღწია, რომ ცხოველებიც კი ემორჩილებოდნენ მას. ასე მაგალითად გადმოცემის თანამად უდაბნოში მყოფ მამა გერასიმესთან მოვიდა ლომი რომელსაც თათში ხიჭვი შერჭოდა, რის გამოც ლომს სითხე ჰქონდა ჩამდგარი და გადაადგილება უჭირდა. წმინდა მამამ რა იხილა ლომის მდგომარეობა, გამოუღო ხიჭვი, ჭრილობა დაუმუშავა და თათი ტილოთი შეუხვია. მალე ლომი გამოკეთდა და მას შემდეგ წმინდა მამას აღარ შორდებოდა. ლომი ისე მოეჩვია მონასტერს, რომ იქ არსებული სახედრის მსგავსად წყლის კოკებს ეზიდებოდა.

წმინდა გერასიმე 475 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისმა მორჩილმა ლომმა შეიტყო რა წმინდა მამის გარდაცვალება მის საფლავს აღარ სცილდებოდა და წუხილისაგან მოკვდა.

წმინდა მამა გერასიმეს ცხოვრება აღწერა წმ. საბა განწმედილის ლავრის ხუცესმა კირილე ბესალიელმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]