ღიი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სახლში დამზადებული ღიი

ღიი (სანსკრიტი: ღრთა) — ერბოს სახეობა, რომელიც ძველ ინდოეთში წარმოიშვა. იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ინდოეთის ნახევარკუნძულის, შუა აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოში, ტრადიციულ მედიცინასა და რელიგიურ რიტუალებში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღიი, კარაქის მსგავსად, ნაღებისგან მზადდება (ტრადიციულად მზადდება დაჰის ზედა ფენის გადაბრუნებით, რომელსაც ასევე უწოდებენ ბილონას მეთოდს). არომატის მისაღებად შეიძლება სუნელების დამატება. ღიის ტექსტურა, ფერი და გემო დამოკიდებულია კარაქის ხარისხზე, პროცესში გამოყენებული რძის ხარისხსა და მისი მომზადების ხანგრძლივობაზე.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღიის ამოყვანის პროცესი

ტერმინი ღიი სანსკრიტული სიტვისაგან, ღრთა-დან მომდინარებს, რაც ქართულად გასუფთავებულ კარაქს ნიშნავს. ღრ- -კი სანსკრიტულად „შეშხეფების“ აღმნიშვნელია.[1]

ინდუიზმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, ღიი (სანსკრიტი: गोघृत) ყოველთვის მზადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისგან, რადგან ძროხა ინდუიზმში ითვლება წმინდა ცხოველად. ამ კერძს აგნის (ცეცხლის) საშუალებით სხვადასხვა ღვთაებას სწირავენ.

ცეცხლის რიტუალები გამოიყენება ცერემონიებისთვის, როგორიცაა ქორწინება, პანაშვიდები და ა.შ. ინდუისტურ კულტურაში ღიისთვის სპეციალური საგალობელიც კი აქვთ მიძღვნილი. [2]

დღესდღეობით მაღაზიებში ნაყიდი ღიი მორწმუნე ინდუისტებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მრავალი მსხვილი მწარმოებელი თავის მიერ წარმოებულ პროდუქტში მარილს უმატებს. [3]

ღიის ინდური შეფუთვა

კულინარიული გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღიი ძალიან პოპულარული ინგრედიენტია ინდურ სამზარეულოში. ის გამოიყენება ბრინჯის ტრადიციულ კერძებშიც, მაგალითად: როგორიცაა ბირიანი. მაჰარაშტრაში, პოლისი ან ინდური პურები სწორედ ამ ინგრედიენტისგან მზადდება. რაჯასტანში, ღიისთან ერთად ხშირად მიირთმევენ ბაატს. მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში, ძალიან პოპულარულია როტი, რომელიც ღიისგანაა მომზადებული. ბენგალში (როგორც დასავლეთ ბენგალი, ასევე ბანგლადეში) და გუჯარათში, ხიჩდი არის ტრადიციული კერძი ბრინჯის ოსპით, რომელსაც ამზადებენ დარისგან (იოგურტისგან), კირნის თესლისგან, კურის ფოთლებისგან, სიმინდის ფქვილისგან, კურკუმასგან, ნივრისგან, მარილისგან და პიტნისგან. ეს კერძი, რა თქმა უნდა, შეიცავს ღიისაც. სამხრეთ ინდოელები ღიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან. ტელანგანასა და ანდრჰა-პრადეშის მოსახლეობა განსაკუთრებით იყენებს ინგრედიენტს მარილიანი და ტკბილი კერძების მოსამზადებლად. ჩრდილოეთინდიური ტრადიციული სამზარეულოსთვის ღიი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ კერძში ის ზეთის ნაცვლად გამოიყენება, რადგან ის მეტად არომატულია. ძროხის რძისგან დამზადებული ღიი ტრადიციულია ბრინჯით მომზადებული კერძებისთვის, კამეჩის რძის ღიი - კი ყოველდღიურობაში გამოიყენება.

ბოთლში წარმოებული ღიის პროდუქცია ფიჯიდან

ღიი იდეალური ცხიმია, ისეთი კერძებისთვის, რომლებიც კარგად უნდა მოშუშდნენ. ტემპერატურა, რომელზედაც მისი მოლეკულები დაშლას იწყებენ არის 250 °C, რაც ბევრად აღემატება ჩვეულებრივი ზეთის და ცხიმების დაშლის ტემპერატურას (200 °C).[4]

არომატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღიის ძირითადი არომატიზატორი კომპონენტებია კარბონილები, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, ლაქტონები და ალკოჰოლი.[5] რძის ცხიმის პარალელურად, არომატზე გავლენას ახდენს კარაქის მომწიფება და ტემპერატურა, რომელზეც იგი მომზადდა. მაგალითად, 100 °C ან ნაკლებ ტემპერატურაზე მომზადებული კარაქის გასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ღიი იწვევს რბილ არომატს, ხოლო 120 °C ტემპერატურაზე წარმოებული ძლიერი არომატით ხასიათდება.

გაყიდვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთში ღიის წარმოებით მიღებულმა შემოსავალმა 2016 წელს 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ინდოეთი კამეჩისა და ძროხის რძის უდიდესი მწარმოებელია და, შესაბამისად, ღიის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. as contrasted with navanīta 'fresh butter': Carl Darling Buck, A Dictionary of Selected Synonyms in the Principal Indo-European Languages, 1949, reprinted 1992 ISBN 0226079376, p. 399, §5.89 'Butter'
  2. Language and Style of the Vedic Rsis, Tatyana Jakovlevna Elizarenkova (C) 1995, p. 18.
  3. Fitzgerald, James L.; Adrianus, Johannes; Buitenen, Bernardus (15 February 2003). The Mahabharata, Volume 7: Book 11: The Book of the Women Book 12 ..., Part 1. p. 613. ISBN 9780226252506.
  4. "What are the advantages and disadvantages of butter and ghee when it comes to cooking?". Archived from the original on 4 April 2015. Retrieved 11 May 2015.
  5. Rama Murthy, M.K. (1980). "Factors Affecting the Composition, Flavour and Textural Properties of Ghee" (PDF). დაარქივებული 2018-09-20 საიტზე Wayback Machine. Indian Dairyman. 32: 765–768.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღიი&oldid=4416163“-დან