ღია ტექსტი (კრიპტოგრაფია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ღია ტექსტი გამოიყენება კრიპტოგრაფიაში იმ ინფორმაციის აღსანიშნავად, რომელსაც გამგზავნი გადასცემს მიმღებს. კომპიუტერების გამოჩენამდე ეს ტერმინი, როგორც წესი, აღნიშნავდა რომელიმე ენაზე შედგენილ ჩვეულებრივ ტექსტს. დღეისთათვის ამ ტერმინს უფრო ფართო დანიშნულება აქვს და მოიცავს ყველანაირ მონაცემს, რისი გადაცემაც შესაძლებელია ციფრული სახით (დოკუმენტები, სურათები, აუდიო, ვიდეო და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია) და რომელსაც ჯერ არ შეხებია რაიმე ცვლილება, მაგ. კომპრესია, შიფრაცია, ჰეშირება.

ღია ტექსტი წარმოადგენს შემავალ მონაცემებს კრიპტოგრაფიული ალგორითმებისათვის, რომელთა გამოყენების შემდგომ მიიღება შიფროტექსტი ან ჰეში.