ღვრიის სამების ეკლესია კოშკით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვრიის სამების ეკლესია კოშკით — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვრიაში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი.

შემორჩენილია დასავლეთი კედელი დაახლოებით 3-3,5 მეტრზე, დიდი ზომის სწორკუთხა სარკმლით. სამხრეთით შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელია. კარი ნაოთხალია. მიწის დონე თითქმის შესასვლელის თაღს აღწევს. სამხრეთით და ჩრდილოეთით პილასტრის ქვედა ქვები ჩანს.

აღმოსავლეთით აბსიდის მხოლოდ სამხრეთი ნაწილია შემორჩენილი.

სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში კრონშტეინია. ინტერიერი სავსეა მიწითა და ჩამონაშალი ქვით. ეკლესიას დასავლეთიდან კოშკი ებჯინება. კოშკი მთლიანად ამოვსებულია მიწით, სართულიანობის დადგენა ჭირს. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 200-201