შინაარსზე გადასვლა

ღვიძლის უკმარისობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვიძლის უკმარისობა — სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფუნქციის დარღვევით, რაც მისი პარენქიმას დაზიანების შედეგად ვლინდება.

პორტოსისტემური ანუ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიაცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სიმპტომოკომპლექსი, რომელიც ღვიძლის უკმარისობის დროს ვითარდება.

პორტოსისტემური ანუ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია წარმოიქმნება მწვავე მეტაბოლური სტრესის შედეგად (მაგალითად, ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენის, ინფექციების, ელექტროლიტური ცვლის დარღვევების დროს) პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და პორტოსისტემური შუნტები აქვთ. კლინიკურად ვლინდება ცნობიერებისა[1] და კოგნიტური ფუნქციების შექცევადი მოშლილობით, ძილიანობით, მონოტონური მეტყველებით, ტრემორით, მოძრაობების დისკოორდინაციით.

მკურნალობა მოიცავს ცილის რაოდენობის შეზღუდვას საკვებ რაციონში და ლაქტულოზის დანიშვნას. პაციენტები ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები არიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Gerd Herold und Mitarbeiter: Innere Medizin 2020. Selbstverlag, Köln 2020, ISBN 978-3-9814660-9-6, S. 558.