ღვთისმშობლის ხატის შვება და ნუგეშისცემის ტაძარი (ხოდინის ველი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღვთისმშობლის ხატის შვება და ნუგეშისცემის ტაძარი
Church in Hodynskoe Pole.jpg
ღვთისმშობლის ხატის შვება და ნუგეშისცემის ტაძარი (ხოდინის ველი) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′49″ ჩ. გ. 37°32′48″ ა. გ. / 55.78028° ჩ. გ. 37.54667° ა. გ. / 55.78028; 37.54667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732395000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვლადიმირ ადამოვიჩი
თარიღდება XX საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ღვთისმშობლის ხატის შვება და ნუგეშისცემის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Отрада и утешение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციულ ოლქში. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1907-1909 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „შვება და ნუგეშისცემის“ სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში გრენადირების პირველი საარტილერიო ბრიგადისა და დონის კაზაკების პირველი პოლკისათვის ხოდინის ველზე ააგეს ნიკოლაევსკის ყაზარმები. ყაზარმების მშენებლობის პროექტში ეკლესიის აშენება არ იყო გათვალისწინებული, მისი მშენებლობა წარიმართა მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ი. ა. კოლესნიკოვის ფინანსებით. პროექტის ავტორი კი გახდა არქიტექტორი ვლადიმირ დიმიტრის ძე ადამოვიჩი. ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 1907 წელს. ტაძრის კურთხევა 1909 წლის 5 აპრილს შეასრულა კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა. კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდა ელისაბედ თევდორეს ასული.

ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1922 წელს, შენობაში განათავსეს საერთო საცხოვრებელი, ხოლო შემდეგ ქარხანა „Знамя труда“-ს სამშენებლო საამქრო. შენობას მოხსნეს გუმბათი, დაანგრიეს სამრეკლო, ნაწილობრივ მოხსნეს გალავანიც. ტაძრის შენობა შედიოდა ვასანგრევ ნაგებობათა სიაში, რომლის ხარჯზეც უნდა გაფართოებულიყო ბოტკინის სახელობის საავადმყოფო. მაგრამ 1990 წლის ფრუნზეს რაიონის დადგენილების შესაბამისად, საავადმყოფოს მთავარი ექიმის ი. პ. კუზინის დამსახურებით შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ტაძრის გათავისუფლება სამრეწველო აღჭურვილობისაგან მოხდა მხოლოდ 1991 წლის 5 იანვარს, ამავე წელს ეკლესია აკურთხეს, ხოლო აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა 1996 წლამდე. ტაძრის აღდგენაში უდიდესი წვლილი შეიტანა წინამძღვარმა იღუმენმა ირინარხ გრეზინმა, რომელიც 2002 წელს გახდა პერმისა და სოლიკსმსკის ეპისკოპოსი, რომელიც ამჟამად კრასნოგორსკის ეპისკოპოსია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 3. — С. 67 — 71. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  • Вайнтрауб Л. Р., Карпова М. Б., Скопин В. В. Храмы северного округа. — М.: Старая Басманная, 1997. — С. 53—65. — ISBN 5-8468-0052-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]