ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (ტიხაია-ჟურავკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიხაია-ჟურავკის ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (ტიხაია-ჟურავკა) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (ტიხაია-ჟურავკა)
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტიხაია-ჟურავკა
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1871

ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость») — მართლმადიდებლური ეკლესია ჩერტკოვოს რაიონის სოფელ ტიხაია-ჟურავკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აშენებულია 1871 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააშენეს 1871 წელს გადამდგარი მაიორის ფიოდორ ფიოდორის ძე ბარაბანშჩიკოვის ფინანსებით. თავად დაკრძალულია ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მისი საფლავი შემონახულია დღევანდელ დღემდე[1].

ეკლესიის შენობა და სამრეკლო აგებული იყო წითელი აგურისაგან. ეკლესია ადრე ასევე შემოღობილი ყოფილა აგურის ღობით. 1904 წელს ეზოში ააშენეს სამი აგურის თაღი მოოქროვილი გუმბათით და ჯვრით, რომელსაც ჰქონდა რკინის ჭიშკარი[2].

ეკლესიას არ ჰქონდა არანაირი მიწის ნაკვეთი, თავდაპირველად ბარაბანშჩინკოვი დაპირდა, რომ ეკლესიას გამოუყოფდა 100 დესეტინა მიწას და წლიურად 200 რუბლს, მაგრამ 1891 წლისათვის ეს საკითხი როგორც ჩანს მოგვარებული ჯერ კიდევ არ იყო. ეკლესია იყო ღარიბი: 1896 წლისათვის ეკლესიის შემოსავალი იყო წლიურად მხოლო 480 მანეთი[2].

ეკლესიასთან არ მოქმედებდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, მაგრამ 1787 წლისათვის ააგეს ერთკლასიანი სახალხო სკოლა[2].

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ისევე როგორც სხვა ეკლესიები, აღნიშნული ეკლესიაც დახურეს და მისი შენობა გამოიყენებოდა როგორც საწყობი[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 2013-10-27 23:42:00 Ankol1 Ankol1 2013-10-27 23:42:00 Ankol1wrote. Тихая Журавка и ее отставной Барабанщик ( Из серии "Памятники Ростовской области"). ციტირების თარიღი: 2017-02-03.
  2. 2.0 2.1 2.2 Тихая Журавка|Церковь иконы Божией Матери "Всех скорбящих Радость". sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-03.