ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დონის როსტოვის ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია
Petropavlovsky Almshouse. Rostov-on-Don.jpg

ეკლესია რევოლუციამდელ ფოტოზე

ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (დონის როსტოვი) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლაი დოროშენკო
თარიღდება 1890-1893

დონის როსტოვის ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь в честь иконы Божией Матери «Всех Скорбящих Радость») — ამჟამად დანგრეული მართლმადიდებლური ეკლესია დონის როსტოვში. ეკლესია შენდებოდა 1890-1893 წლებში. მდებარეობდა თანამედროვე ბუდიონოვსკის პროსპექტისა და წითელარმიელის ქუჩის გადაკვეთაზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია დაანგრიეს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ციხესიმაგრის ამშენებლის ალექსანდრე რიგელმანის მემუარების მიხედვით, ორი თავშესაფარი დააარსეს ციხესიმაგრეში 1768 წელს, ხოლო კიდევ ერთი დააარსეს მოგვიანებით, 1805 წელს. 1824 წელს ისინი გაერთიანდნენ ერთ საავადმყოფოში[1].

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქში ახალი პეტროპავლოვსკის თავშესაფრის მშენებლობის შესახებ. 1879 წლის 24 ოქტომბერს თავშესაფრისთვის გამოიყო შენობა. გადაწყვიტეს მისთვის ეწოდებინათ პეტროვავლოვსკის თავშესაფარი, ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის პავლე კოცებუს პატივისცემის ნიშნად. მეორე გილდიის ვაჭარმა გავრილ ილიას ძე შუშპანოვმა თავშესაფრის ერთ ოთახში მოაწყო სამლოცველო ოთახი, დროებითი ეკლესია, ის აირჩიეს ამავე ეკლესიის პირველ მამასახლისად. 1889 წლის 11 მაისს როსტოვის ქალაქის საკრებულომ გამოიტანა გადაწყვეტილება თავშესაფართან ცალკე ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ეკლესიის პროექტი შეიმუშავა ქალაქის არქიტექტორმა ნიკოლაი დოროშენკომ. ეკლესიის მშენებლობისათვის თანხა გაიღო გავრილ შუშპანოვმა. ეკლესია გაიხსნა 1893 წელს[1].

ეკლესიის ძირითადი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე . 1899 წელს ეკლესიას მიაშენეს მეორე საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს დიდმოწამე პანტელეიმონის სახელზე. საკურთხევლის სახელები შეირჩა თავშესაფრის მიზნებიდან გამომდინარე. 1900 წლიდან ეკლესიის მამასახლისია ქალაქის საპატიო მოქალაქე ივან ტრიფონოვი[1].

1920 წლის შემდეგ თავშესაფარი დახურეს. ეკლესია გახდა სამრევლო და მცირე ხნის განმავლობაში იყო მოქმედი, მაგრამ მალევე ისიც დახურეს და დაანგრიეს. ეკლესიის ადგილმდებარეობის ახლოს 1931-1934 წლებში ააშენეს სასტუმრო „როსტოვი“[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 58—62. — ISBN 5-98155-014-7.