ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (სანქტ-პეტერბურგი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°57′45″ ჩ. გ. 30°18′02″ ა. გ. / 59.96250° ჩ. გ. 30.30056° ა. გ. / 59.96250; 30.30056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831491000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პ. მაიერი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1899-1902

ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь Всех Скорбящих Радость) — მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1899-1902 წლებში პ. მაიერის პროექტის მიხედვით ლახტინის ქუჩაზე. 1927 წელს დახურეს. ეკლესიას დაუბრუნდა 2000-იან წლებში. ამჟამად სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის სამრევლო ეკლესიაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია ააგეს 1899-1902 წლებში არქიტექტორ პეტრე იულიანეს ძე მაიერის პროექტის მიხედვით. შენობა ააგეს ფსევდორუსულ არქიტექტურ სტილში. ეკლესიის შენობას ჰქონდა ორი სართული და შემკული იყო სამი ხახვისებური გუმბათით. თავად ეკლესია განთავსებული იყო მეორე სართულზე და აკურთხა ნარვის ეპისკოპოსმა ინოკენტიმ 1902 წლის 7 (20) თებერვალს. ეკლესიაში განთავსებული იყო მოოქროვილი კანკელი.

1902 წლიდან მოყოლებული 20 წელი ტაძრის წინამძღვარი იყო ალექსანდრე ტიხომოროვი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1919 წელს ეკლესია სამრევლო გახდა. 1927 წელს ეკლესია დახურეს გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ხოლო ამავე წლის 27 ნოემბერს მისი ფასეულობები გადაიტანეს მატათა მოციქულის ეკლესიაში. შენობა კი გადაეცა ჰენრიხ ტურნერის სახელობის ფიზიკურად დეფექტური ბავშვების სახლს. გადაკეთების დროს, 1929 წელს მოხსნეს სახლის ფასადის დეკორაცია და გადააკეთეს კლასიციზმის სტილში, მოანგრიეს ეკლესიის ხახვისებური გუმბათებიც.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში შენობაში განთავსებული იყო სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებები. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი დაანგრიეს. 2000-იანი წლების დასაწყისში შენობა გაარემონტეს და მასში კვლავ ბავშვთა ორთოპედიულ-ტრამვატოლოგიური სასწავლო-სამკურნალო ცენტრი გახსნეს. რესტავრაციის პერიოდში აღადგინეს ეკლესია, რომელმაც სამრევლო ეკლესიის სტატუსი მიიღო.

2001 წელს სანქტ-პეტერბურგის ძეგლთა დაცვის კომიტეტმა ეკლესია შეიტანა იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, რომელსაც აქვს ისტორიული, სამეცნიერო, სამხატვრო ან სხვა ღირებულება. ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება აქვს შენობის შემორჩენილ ინტერიერს: მეორე სართულის ეკლესიის დარბაზი, რუსული სტილის დეკორირებული პილასტრები, კესონირებული ჭერი, ორნამერტირებული მოხატულობა, მუხის კარი ეკლესიის დარბაზში. ამჟამად მუშავდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შენობის შიდა ხედის აღდგენას 1902 წლის მდგომარეობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]