ღვთაებრივი ქალი
| „ღვთაებრივი ქალი“ | |
|---|---|
|
| |
| რეჟისორი | ვიქტორ შიოსტრომი |
| პროდიუსერი | ოლივერ მარში |
| სცენარის ავტორი |
ჯონ კოლტონი (ინტერტიტრები) დოროთი ფარნუმი (სიუჟეტი) |
| ეფუძნება | გლადის ანგერის პიესა „ვარსკვლავის შუქს“ |
| როლებში |
გრეტა გარბო ლარს ჰანსონი |
| ოპერატორი | რიჩარდ ა. როულანდი |
| მონტაჟი | კონრად ნერვიგი |
| დისტრიბუტორი | MGM |
| გამოსვლის თარიღი | 14 იანვარი, 1928 |
| ხანგრძლივობა | 80 წუთი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | მუნჯი |
| ბიუჯეტი | $266,817.14[1] |
| შემოსავალი | $931,000 (მსოფლიო დაქირავების ჩათვლით)[2] |

„ღვთაებრივი ქალი“ — 1928 წლის, ამერიკული, მუნჯი კინო, ვიქტორ შიოსტრომის რეჟისორობითა და გრეტა გარბოს მონაწილეობით. გადაიღეს და დისტრიბუტირდა MGM-ის დახმარებით. ამ დღესდღეობით დაკარგული ფილმიდან გადარჩენილია მხოლოდ 9 წუთიანი ეპიზოდი[3] და 45 წამიანი ამონარიდი;[4][5]ჩანაწერის ერთადერთი ცნობილი ასლი 1965 წლის MGM-ის საცავის ხანძრისას განადგურდა.[6][7]
აშშ-ში ფილმმა $541,000, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით $390,000-ის მოგება მოიტანა. ჯამური შემოსავალი $931,000, ხოლო ამ შემოსავლიდან მოგება $354,000 იყო.[8]
ფილმმა 1928 წლის მარტის „Photoplay“-ს ჯილდო მოიგო თვის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო შესრულების კატეგორიებში (ამ უკანასკნელში დაჯილდოვდნენ გარბო და ჰანსონი).[9]
ეფუძნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი გლადის ანგერის 1925 წლის პიესა „ვარსკვლავის შუქს“ ეფუძნება, რომელშიც მთავარ როლს დორის კინი თამაშობდა. სიუჟეტი ზერელედ ეყრდნობა ფრანგი მსახიობის, სარა ბერნარის, ადრეულ ცხოვრებას.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიანა (გრეტა გარბო) ღარიბი, ფრანგი, გლეხი გოგონაა, რომელიც 1860-იან წლებში პარიზში მიდის, რომ მსახიობი გახდეს. პოპულარობის მოპოვებასთან ერთად, მას უწევს აირჩიოს ორი მამაკაციდან ერთ-ერთი: ლუციენი (ლარს ჰარსონი), რომელიც ღარიბი, მაგრამ ვნებიანი ახალგაზრდა ჯარისკაცია, რომელიც არმიას მარიანასთან ყოფნის გულისთვის ტოვებს და საჩუქარი კაბის მოპარვისათვის აპატიმრებენ, და ჰენრი ლეგრანდი (ლოველ შერმანი), მდიდარი, შუახნის, პარიზელი პროდიუსერი, რომელიც ქალს სიმდიდრესა და პოპულარობას სთავაზობს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრეტა გარბო — მარიანა;
- ლარს ჰანსონი — ლუციენი;
- ლოველ შერმანი — ჰენრი ლეგრანდი;
- პოლი მორანი — მადამ პიჟონი;
- დოროთი კამინგი — მადამ ზიზი როუკი, მარიანას დედა;
- ჯონი მაკ ბრაუნი — ჟან ლერი;
- ცეზარ გრავინა — ჯიჯი;
- პოლეტ დუვალი — პოლეტი;
- ჟან დე ბრია — დამდგმელი რეჟისორი;
არსებული ჩანაწერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღესდღეობით ფილმის მხოლოდ ერთი ბობინაა გადარჩენილი. მასზე 9 წუთია დახვეული და ის იპოვეს 1993 წელს, გოსფილმოფონდში, მოსკოვის კინოარქივში. ეს ფრაგმენტი დაურთეს გარბოს ფილმების DVD გამოცემას და გასულა TCM-ის ეთერშიც. ბობინაზე დართული რუსული ინტერტიტრები ინგლისურად გადმოითარგმნა. ჩანაწერის ამ სექციაში მარიანა პარიზში, ღარიბულ ოთახებში ცხოვრობს. მნე ქალ მადამ პიჟონთან მხიარული გასაუბრების შემდეგ მარიანას ლუციენი უერთდება. შეყვარებულების ემოციურ სცენას რამდენიმე წუთი ეთმობა, რადგან ლუციენის არმიაში დაბრუნების დრო მოდის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ღვთაებრივი ქალი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- portrait of Garbo and Lowell Sherman from the film(archived)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (October 1980) Garbo: a portrait. Macmillan, გვ. 184. ISBN 978-0-02-622950-0. ციტირების თარიღი: July 27, 2010.
- ↑ The Eddie Mannix Ledger, Los Angeles, California: Margaret Herrick Library, Center for Motion Picture Study.
- ↑ The Divine Woman at silentera.com
- ↑ Greta's Lost and Found at Mikaelas filmblogg
- ↑ Svenska Filminstitutet - Resultatredovisning 2011 Pg. 17 (Swedish)
- ↑ The Divine Woman at Arne Andersen's Lost Film Files:lost MGM films - 1928
- ↑ The Library of Congress/FIAF American Silent Feature Film Survival Catalog:The Divine Woman
- ↑ The Divine Woman.
- ↑ (en-US) The Divine Woman (1928) - Awards - IMDb. https://www.imdb.com/title/tt0018836/awards/?ref_=tt_awd.