შინაარსზე გადასვლა

ღვთაებების თანხმობის პორტიკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთაებების თანხმობის პორტიკი
Portico degli Dei Consenti

პორტიკუს დეორუმ კონსენტიუმი.
მდებარეობა იტალია, რომი
ტიპი პორტიკი

ღვთაებების თანხმობის პორტიკი (იტალ. Portico degli Dei Consenti) — ეს უძველესი ნაგებობა მდებარეობდა რომში, ანტიკური რომაული გზის ბოლოს, რომელიც რომის კაპიტოლიუმის ბორცვისაკენ მიემართებოდა. კლივუს კაპიტოლინუსი („კაპიტოლიუმის აღმართი“) მკვეთრად უხვევდა რომაული ფორუმის წინა ნაწილთან, სადაც მარმარილოსა და კომპოზიტური მასალისგან დამზადებული პორტიკი აღმოაჩინეს და 1835 წელს ხელახლა აღადგინეს.

ეს ნაგებობა ბოლოს 367 წელს ვეტიუს პრაეტექსტუსის მიერ იქნა აღდგენილი, რითაც იგი რომაული ფორუმის უკანასკნელი მოქმედი წარმართული სალოცავი გახდა (მსგავსი სალოცავები კანონით ათწლეულზე მეტი ხნით ადრე იყო აკრძალული). პორტიკი ორ სხვადასხვა სართულს მოიცავდა. ქვედა სართული იმპერატორ ტიტუსის მიერ ვესპასიანეს ტაძართან ერთად აიგო. ამ ქვედა სართულზე, მიწის დონეზე, შვიდი ოთახი იყო განლაგებული, რომლებიც თანამედროვე მკვლევარების ვარაუდით, სავაჭრო ფართებს წარმოადგენდა. ვესპასიანეს ტაძრის დასრულების შემდეგ, საზოგადოებისთვის ფორუმიდან ტაბულარიუმში წვდომა შეზღუდული გახდა. ამიტომ, იმპერატორმა დომიციანემ პორტიკოს მეორე სართული ააგო, რომელიც რვა ოთახისაგან შედგებოდა. ერთ-ერთი ოთახი კიბეს შეიცავდა, რომელიც ფორუმიდან ტაბულარიუმში წვდომის საშუალებას იძლეოდა. ვარაუდობენ, რომ ამ მეორე სართულის რვა ოთახი მოხელეთა საოფისე ფართებს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ადრიანემ პორტიკოს 13 სვეტისგან შემდგარი კოლონადა (სვეტების რიგი) მიუშენა. ითვლება, რომ ამ სვეტებს შორის თითო დიი კონსენტესის, რომის 12 მთავარი ღმერთის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა, რომლებიც რომის ფორუმს ადევნებდნენ თვალს. ამ სტრუქტურის ახლოს მდებარე სატურნის ტაძარი და ტაბულარიუმი აჩვენებს, რომ დიი კონსენტესს რომის იმპერიის ფინანსურ და სახელმწიფო დანაშაულებზე მეთვალყურეობის ფუნქცია ჰქონდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bum, Robert (1895). Ancient Rome and its neighborhood: an illustrated handbook to the ruins of .... Bell, გვ. 58.