ღვთაება
ღვთაება — ზებუნებრივი არსება, მიჩნეული წმინდად და თაყვანისცემისთვის ფასეული. მას სამყაროს/ცხოვრების გარკვეულ ასპექტზე აქვს კონტროლი და ავტორიტეტი. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში „ღვთაება“ განმარტებულია, როგორც ღმერთი, ქალღმერთი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიიჩნევა წმინდად. სკოტ ლითლტონი ღვთაებას აღწერს - „არსება ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტი შესაძლებლობებით, რომელიც ადამიანებს უკავშირდება (ეხმიანება) პოზიტიურად ან ნეგატიურად, მათი ცნობიერების ახალ დონეზე ასაყვანად, ჩვეულებრივი ცხოვრების დასაბუთებული საზრუნავების მიღმა“. რელიგიები შეიძლება დავყოთ კატეგორიებად, იმის მიხედვით თუ რამდენ ღვთაებას აღიარებენ. მონოთერიული რელიგიები მხოლოდ ერთ ღვთაებას აღიარებს (ღმერთი), ჰენოთერიული - ერთ ღვთაებას, მაგრამ არ უარყოფს სხვებს. პანთეისტური რელიგიები უარყოფს ნებისმიერ ღვთაებას, მაგრამ შეიძლება აღიაროს იმ ღვთაებათა პანთეონის არსებობა, რომლებიც ცხოვრობენ, კვდებიან და ხელახლა იბადებიან, სხვა არსებების მსგავსად.