ნოდარ ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღვალაძე, ნოდარ)
ნოდარ ღვალაძე
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1937(1937-05-30)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 17 მაისი, 1992(1992-05-17) (54 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა geological engineer
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამა ევგენ ღვალაძე
დედა თამარ ღვალაძე

ნოდარ ევგენის ძე ღვალაძე (დ. 30 მაისი, 1937, თბილისი ― გ. 17 მაისი 1992, იქვე) ― ქართველი ინჟინერ-გეოლოგი, საძიებო-გეოლოგიური საქმის ორგანიზატორი. დაიბადა თბილისში, იურისტის, 1920-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და მკვლევარ-ბიბლიოგრაფის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1960-1970 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი) გეოლოგიის განყოფილებაში. ამ წლებში მუზეუმის „შრომებში“ გამოქვეყნდა მისი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი.

1970 წლიდან ღვალაძე ეწეოდა ნაყოფიერ პრაქტიკულ მოღვაწეობას საინჟინრო გეოლოგიის დარგში და მცირე ხანში იქცა დარგის თვალსაჩინო ორგანიზატორად. 1970-1982 წლებში იგი იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფროსი, ხოლო 1982-1992 წლებში - საპროექტო ინსტიტუტის „საქაგროკოოპპროექტი“-ს საინჟინრო-საძიებო განყოფილების უფროსი. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

გარდაიცვალა 1992 წელს, თბილისში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 94.