ღვადის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვადის ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე სოფელ ღვადაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ციხე აგებულია შუა საუკუნეებში.

ციხესიმაგრე ნაშენია რიყის ქვით. შედგება ორი კოშკისგან. დასავლეთის კოშკი აღმოსავლეთისაზე გაცილებით დიდია. სიმაგრე აგებულია ხევის პირას. ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]