ღევონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღევონდი (სომხ. Ղեվոնդ) — VIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, «ხალიფების ისტორიის» ავტორი, აღწერა სომხეთის პოლიტიკური ისტორია 640-დან 788-მდე. წიგნის ბოლო თავი დაწერა როგორც მოწმემ იმ ამბებისა. წიგნში მოთხრობილია არაბების მართველობის დამყარების შესახებ სომხეთში, სომხების ბრძოლის შესახებ არაბების წინააღმდეგ. წიგნში მოყვანილია ცნობები 703, 748, 762 და 774–775 წწ. აჯანყებების შესახებ. წიგნი შეიცავს არაბეთის ხალიფის ომარ II-ის და ბიზანტიის იმპერატორის ლეონ III-ის მიმოწერას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღევონდის ცხოვრების შესახებ არაფერი არაა ცნობილი. წიგნი «ხალიფების ისტორია» ღევონდის მიერ დაწერილია შაპუხ ბაგრატუნის შეკვეთით. ასე რომ, დარწმუნებით შეიძლება ჩაითვალოს რომ ღევონდი ცხოვრობდა და წერდა VIII საუკუნის დასასრულს. არც ერთი სომეხი მწერალი თუ ისტორიკოსი არ გვატყობინებს რაიმე დეტალებს მისი ცხოვრებიდან. ცნობილია მხოლოდ რომ ის იყო ვარდაპეტი, ანუ ღვთისმეტყველების დოქტორი, ბერი მეცნიერი. ასოღიკი და კირაკოსი მას მღვდელს უწედებენ.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

«ხალიფების ისტორიის» ტექსტი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად და მხოლოდ XIX საუკუნის 40-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. ამასთან ბევრი სომეხი მწერალი იხსენიებს ღევონდს როგორც ამ "ისტორიის" ავტორს და განსაზღვრავენ ეპოქას, რომელშიც ის ცხოვრობდა. იოანე კათალიკოსმა, რომელიც წერდა IX საუკუნის ბოლოს და Х საუკუნის დასაწყისში, ბევრი რამ ისესხა მისგან პირველი ხალიფების შესახებ; სტეფან ასოღიკი (Х ს. ბოლო) მას აყენებს დროის მიხედვით სებეოსსა და (VII ს.) და შაპუხ ბაგრატუნს (IX ს.) შორის.

კირაკოს განძაკეცი (XIII ს.) ასევე მოიხსენიებს მას, და ამბობს: ღევონდი წერს რომ,

ვიკიციტატა
„«როგორ მოიქცნენ მუჰამადი და მისი მემკვიდრეები მთელ ქვეყნიერებას, განსაკუთრებით სომხეთს»“

ღევონდი თავის ისტორიას იწყებს მუჰამადის სიკვდილით, ე. ი. 632 წ. და მიდის თავისი თხრობით სტეფანოზ I კათოლიკოსად კურთხევამდე, ე.ი. 788 წ-მდე. აქედან გამომდინარე პერიოდი რომელსაც ის აღწერს მოიცავს 156 წელს, ან მიახლოებით პერიოდს. თავიდან ის მოგვითხრობს არაბების პირველ შემოსევებს სპარსეთში და სომხეთში; შემდეგ ის საუბრობს სომხებისა და სხვა კავკასიელი ერების არაბების მიერ დამორჩილებაზე. ომების შესახებ არაბებსა და სომხებს, ბერძნებს და ხაზარებს შორის. "ისტორიის" ეს ნაწილი იწვევს დიდ ინტერესს რადგან აქ მოთხრობილია ისეთი ისტორიული წვრილმანები ვრცლად არაბებისა და ხაზარების შესახებ, რაც აქამდე საერთოდ არ იყო ცნობილი.

წიგნის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს პასუხი ლეონ III ისავრიელისა ხალიფ ომარ II-ის წერილზე, რომელიც იმედოვნებდა იმპერატორის ისლამის მიღებაზე. ომარის წერილი ჩვენამდე მთლიანობაში არაა მოღწეული, თუმცა იმპერატორის პასუხი მთლიანადაა მოღწეული და წარმოადგენს მეტად საინტერესო ნიმუშს რელიგიურ-პოლემიკური შინაარსის წერილებისა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Histoire des guerres et des conquêtes des Arabes en Arménie, par l’éminent Ghevond, vardabet arménien, écrivain du huitième siècle» — პირველი ფრანგული თარგმანი 1856, შესრულებულია კ. შახნაზარიანის მიერ
  • Гевонд, История халифов вардапета Гевонда, писателя VIII в., пер. с арм. К. Патканова, СПб, 1862