შინაარსზე გადასვლა

Crotophaga sulcirostris

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღარნისკარტა ანი)
Crotophaga sulcirostris
ბელიზში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  გუგულისებრნი
გვარი:  Crotophaga
სახეობა:  Crotophaga sulcirostris
ლათინური სახელი
Crotophaga sulcirostris
ავტორი
Swainson, 1827
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22684438
C. sulcirostris-ის გავრცელების არეალი

Crotophaga sulcirostris — ტროპიკული ფრინველი გუგულისებრთა ოჯახისა, რომელსაც გრძელი კუდი და დიდი, მოხრილი ნისკარტი აქვს. Crotophaga sulcirostris მკვიდრი სახეობაა მისი გავრცელების თითქმის მთელ არეალზე, რომელიც მოიცავს სამხრეთ ტეხასს, ცენტრალურ მექსიკასა და ბაჰამის კუნძულებს, გადის ცენტრალურ ამერიკაზე ჩრდილოეთ კოლუმბიამდე და ვენესუელამდე, ასევე ეკვადორისა და პერუს სანაპიროებს. ზამთრის განმავლობაში იგი მხოლოდ ტეხასისა და ჩრდილოეთ მექსიკის არეალის უკიდურესი ჩრდილოეთ საზღვრებიდან ინაცვლებს სამხრეთით.

Crotophaga sulcirostris — მეცნიერულად აღწერა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ სვეინსონმა მექსიკაში, ტემასკალტეპეკში მოპოვებული ეგზემპლარის საფუძველზე. იგი დღემდე ატარებს თავდაპირველ ბინომიალურ სახელს — Crotophaga sulcirostris.[1][2] სპეციფიკური ეპითეტი აერთიანებს ლათინურ სიტყვას sulcus, რაც ნიშნავს „ღარს“, და სიტყვას -rostris, რაც „ნისკარტიანს“ ნიშნავს.[3] სახეობა მონოტიპურია, მისი ქვესახეობები არ არის გამოყოფილი.[2]

Crotophaga sulcirostris-ის სიგრძე დაახლოებით 34 სმ-ია, ხოლო წონა 70-დან 90 გრამამდე მერყეობს. ფრთების გაშლილობა 41–46 სმ-ს შეადგენს. იგი მთლიანად შავია და აქვს ძალიან გრძელი კუდი, რომელიც თითქმის მისი სხეულის სიგრძისაა. ფრინველს აქვს მასიური ნისკარტი, რომლის ზედა ნაწილზეც მთელ სიგრძეზე მიჰყვება გრძივი ღარები. იგი ძალიან ჰგავს — Crotophaga ani -ს; ამ სახეობის ზოგიერთ ეგზემპლარს შეიძლება ისეთივე პატარა ნისკარტი ჰქონდეს, როგორიც Crotophaga sulcirostris -ს და ნისკარტის ფუძესთან ღარებიც კი აღენიშნებოდეს. ამ ორი სახეობის ერთმანეთისგან გარჩევა ყველაზე უკეთ ხმითა და გავრცელების არეალით არის შესაძლებელი.

Crotophaga sulcirostris — ბინადრობს ღია და ნახევრად ღია ლანდშაფტებში, როგორიცაა საძოვრები, სავანა და ხეხილის ბაღები. იგი ძირითადად შერეული რაციონით იკვებება, რომელიც მოიცავს მწერებს, თესლებსა და ხილს.

Crotophaga sulcirostris, კოსტა-რიკა, ტურიალბა

Crotophaga sulcirostris ცხოვრობს ერთიდან-ხუთამდე გამრავლებისუნარიანი წყვილისგან შემდგარ მცირე ჯგუფებად. ისინი იცავენ საერთო ტერიტორიას და კვერცხებს ერთ საერთო ბუდეში დებენ. ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობს კვერცხების ინკუბაციასა და ბარტყებზე ზრუნვაში.

Crotophaga sulcirostris — დაცულია 1918 წლის გადამფრენ ფრინველთა დაცვის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Swainson, William (1827). „A synopsis of the birds discovered in Mexico by W. Bullock, F.L.S. and Mr. William Bullock jun“. Philosophical Magazine. New Series. 1: 364–369, 433–442 [440]. doi:10.1080/14786442708674330.
  2. 1 2 Turacos, bustards, cuckoos, mesites, sandgrouse. IOC World Bird List Version 11.1. International Ornithologists' Union (January 2021). ციტირების თარიღი: 24 June 2021
  3. Jobling, James A. (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm, გვ. 373. ISBN 978-1-4081-2501-4. 
  4. MBTA Alpha List დაარქივებული 2007-10-10 საიტზე Wayback Machine.