ღარმოს პიკი
იერსახე
ღარმოს პიკი | |
---|---|
კოორდინატები: 38°48′ ჩ. გ. 72°04′ ა. გ. / 38.800° ჩ. გ. 72.067° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
ტერიტორიული ერთეული | მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი |
სიმაღლე | 6595 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1278[1] მ |
ქედი | პამირი |
ღარმოს პიკი[2] (ტაჯ. Қуллаи Гармо) — მწვერვალი ტაჯიკეთში, დარვაზის ქედისა და მეცნიერებათა აკადემიის ქედების შესაყართან. სიმაღლე 6595 მ ან 6602 მ.[3] დაფარულია თოვლითა და ყინულით. მისი კალთებიდან ეშვება ღარმოს მყინვარი და გეოგრაფიული საზოგადოების მყინვარი. მისგან აღმოსავლეთითაა ფედჩენკოს მყინვარი. 1928 წელს პამირის ექსპედიციის დროს ღარმოს პიკად შეცდომით მიიღეს მწვერვალი, რომელსაც შემდეგ სტალინის პიკი ეწოდა, რომელიც ამ პიკიდან 20 კმ-შია განლაგებული. ეს შეცდომა აღმოიფხვრა მხოლოდ 1932 წელს.[4] ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია სოფელი პოიმაზორი, რომელიც ზღვის დონიდან 2785 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pik Garmo, Tajikistan
- ↑ ლევან მარუაშვილი, დასავლეთ პამირის მთებში, ტფილისი, 1934
- ↑ Памир at wiki.risk.ru, 5 აგვისტო, 2008
- ↑ Пик Коммунизма на сайте mountain.ru