ღარმოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღარმოს მყინვარი
კოორდინატები: 38°49′ ჩ. გ. 71°53′ ა. გ. / 38.827500° ჩ. გ. 71.890267° ა. გ. / 38.827500; 71.890267
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ქედი პამირი
ფართობი 197 კმ²
სიგრძე 27,5 კმ
ტიპი დენდრიტულ-ხეობური
ღარმოს მყინვარი — ტაჯიკეთი
ღარმოს მყინვარი

ღარმოს მყინვარი[1] — ხეობის ტიპის მყინვარი ცენტრალურ აზიაში, ტაჯიკეთში. მდებარეობს პამირში, პეტრე პირველის ქედის, მეცნიერებათა აკადემიისა და დარვაზის ქედების შესაყართან, ზღვის დონიდან 2970 მ სიმაღლეზე. სიგრძე 27,5 კმ, ფართობი 197 კმ².[2] ფირნის ხაზი გადის ზღვის დონიდან 4750 მ სიმაღლეზე. მყინვარის უმაღლესი ნაწილის სიმაღლეა 6350 მ. აქვს შენაკადები. ქვემო მონაკვეთში დაფარულია მორენული მასალით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლევან მარუაშვილი, დასავლეთ პამირის მთებში, ტფილისი, 1934
  2. Ҳомидов Д.Р. Таҳқиқи забоншиносии гидронимҳои мавзеъҳои таърихии тоҷикнишин — Душанбе, 2018
  3. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.