ღართა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღართა (ხაშურის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღართა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ღართა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ხალები
კოორდინატები 41°56′56″ ჩ. გ. 43°39′22″ ა. გ. / 41.94889° ჩ. გ. 43.65611° ა. გ. / 41.94889; 43.65611
ცენტრის სიმაღლე 980
მოსახლეობა 15[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ოსები 60 %
ქართველები 40 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღართა — საქართველო
ღართა
ღართა — შიდა ქართლი
ღართა
ღართა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ღართა

ღართასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1625 წელს სოფელ ღართას მიდამოებში ქართლის სამეფო ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ამოწყვიტა ყიზილბაშთა ლაშქრის ჭარბი ძალები და შეაჩერა მტრის სვლა თბილისისაკენ. 1778 წელს სოფელ მუხრანიდან მომავალმა ქეთევან დედოფლის მხლებლებმა, 300-კაციანმა მორიგე ჯარის რაზმმა სოფელთან სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო 500-კაციანი ლეკთა რაზმი და დარბევას გადაარჩინა ახლო მდებარე სოფლები.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილებიც ამ სოფელს იცნობენ. ვახუშტის დატანილი აქვს რუკაზე, ხოლო იოანეს დაუფიქსირებია თავის „აღწერაში“. მის დროს აქ მოსახლეობა არ ჩანს.

1886 წლის აღწერით ღართაში 10 კომლია (56 კაცი და 51 ქალი, სულ 107 კაცი), მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია. ღართიდან 1991 წელს ოსური მოსახლეობის ერთი ნაწილი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.

აქ სახლობენ გვარები: ბიწოშვილი და გაგლოშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 30, 5 აგვისტო, 2019, გვ., 5

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Ethnic composition of Georgia 2014