ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად
ღამის შოუ (გოგიჩაიშვილთან).png
ავტორი დავით გოგიჩაიშვილი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ენა ქართული
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ირაკლი კაკაბაძე
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2
პირველად ეთერში 12 სექტემბერი, 2003
საიტი

ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთადრუსთავი 2-ის პოპულარული ქართული გასართობი შოუ, რომელიც დავით გოგიჩაიშვილს მიჰყავდა. პირველი გადაცემა 2003 წლის 12 სექტემბერს, ხოლო ბოლო გადაცემა 2006 წლის 12 ივლისს გავიდა ეთერში. ამ დროის განმავლობაში გაკეთდა 212 გადაცემა, რომელშიც სტუმრად იყო 528 კაცი, ღამის შოუსთვის გაკეთდა 1001 „ვიდეობითი“, რომლიდანაც ეთერში გავიდა 754, წამყვანმა მაყურებლებს გააცნო 1437 „ჰედლაინი“, შოუს ჩაწერას სტუდიაში 19080 კაცი დესწრო.

ფორმატი და ქართული ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ფორმატის შოუები ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს. ფორმატს ეწოდება გვიანი საღამოს სატელევიზიო გადაცემის ფორმატი. ფორმატის ორიგინატორად NBC ითვლება.

შოუს ქართული ვერსიის შექმნაზე დათო გოგიჩაიშვილმა მუშაობა დაიწყო ოჰაიოს უნივერსიტეტის მედია მენეჯმენტის დეპარტამენტში, გააგრძელა ამერიკის მაუწყებელთა ნაციონალურ ასოციაციაში NAB და დაასრულა NBC- ს სათავო ოფისში. შემდეგ ეს პროექტი საქართველოში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე განხორციელდა. დებიუტის დღე იყო 2003 წლის 12 სექტემბერი.

შემდგომში გადაცემას ჩაენაცვლა „ღამის შოუ ვანო ჯავახიშვილთან ერთად“, მოგვიანებით ცნობილი, როგორც „The ვანო`ს Show“

„ღამის შოუს“ შემოქმედებითი ჯგუფი:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარისტთა ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაცემის პროდიუსერი იყო ირაკლი კაკაბაძე. „ღამის შოუს“ აფორმებდა მუსიკალური ბენდი დათო ილურიძის ხელმძღვანელობით:

  • დათო ილურიძე
  • სანდრო დოლიძე
  • კახა ხოშტარია
  • გია თავბერიძე
  • კახა ჯაგაშვილი

პროექტის დირექტორი ვანო ჭელიძე იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]