შინაარსზე გადასვლა

ღამის კოშმარი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღამის კოშმარი
რეჟისორი ჟორჟ მელიესი
მწარმოებელი კომპანია „Star Film Company“
გამოსვლის თარიღი 1896
ხანგრძლივობა 1 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი
„ღამის კოშმარი“ (1896)

„ღამის კოშმარი“ (ფრანგ. „Le cauchemar“) — იმ დროისათვის ინოვაციური სპეცეფექტების მქონე მუნჯი ფილმი, ჟორჟ მელიესის რეჟისორობით. გამოვიდა 1896 წელს, გამოაქვეყნა მელიესის „Star Film Company“-მ და მის კატალოგებში ნომერი 82 აქვს მინიჭებული. რეკლამირებული იყო როგორც scène fantastique (ფანტაზიური სცენა).[1] ფილმი მონტრეი-სუ-ბუაში, მელიესის სახლის ბაღში გადაიღეს, ხოლო ფონი ხელით იქნა დახატული. ფილმში მელიესი მძინარე კაცის როლს თამაშობს.[1]

ძილში მშფოთავ კაცს კოშმარი ესიზმრება. ამ კოშმარში მას ეწვევიან სხვადასხვა პერსონაჟები, რომლებიც ერთმანეთში გარდაიქმნებიან. მათ შორის არიან ტილოში გამოწყოფილი გოგონა, ბლექფეისის მატარებელი ოინბაზი, პიერო, და მთვარის სახიანი კაცი, რომელიც მძინარე პერსონაჟის მკლავის ღეჭვას იწყებს. კაცი საკუთარ ზეწრებში გაბლანდული იღვიძებს. ის შვებას გრძნობს როდესაც იაზრებს რომ ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Malthête, Jacques; Mannoni, Laurent (2008), L'oeuvre de Georges Méliès, Paris: Éditions de La Martinière, p. 90, ISBN 9782732437323